ფრედერიკ VI

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრედერიკ VI - დანიისა და ნორვეგიის მეფე

ფრედერიკ VI (დ. 28 იანვარი, 1768, კოპენჰაგენი — გ. 3 დეკემბერი, 1839, იქვე) — დანიისა და ნორვეგიის პრინც-რეგენტი 1784-1808 წწ., მეფე 1808-1814 წლებში, დანიის მეფე 1814-1839 წწ. ოლდენბურგების დინასტიიდან. კრისტიან VII-ის ძე. ე. წ. განათლებული აბსოლუტიზმის წარმომადგენელი. გაატარა მთელი რიგი რეფორმები: 1788-1800 წლებში გააუქმა ბატონყმობა, განსაზღვრა საბატონო ბეგარის ოდენობა, გააუქმა მონობა (1792 წ.) ვესტინდოეთის კოლონიებში, რუსეთთან ერთად ეომებოდა შვედეთს (1788-1790 წწ.). საფრანგეთის მხარეზე მონაწილეობდა ნაპოლეონის ომებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]