კონსტანტინე გოგიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე გოგიშვილი
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1905(1905-01-14)
დაბ. ადგილი მარანი (აბაშის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი, 1984(1984-09-10) (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი და სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი

კონსტანტინე სოლომონის ძე გოგიშვილი (დ. 14 იანვარი, 1905, სოფელი მარანი, სენაკის მაზრა — გ. 10 სექტემბერი, 1984, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1976), წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოლოროგიულ სამსახურის სამმართველოში; 1941 წელს დაინიშნა ამავე სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1942 წელს უფროსად; II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიისა და ბელორუსიის I ფრონტების მეტეოროლოგიურ სამსახურს; სხვადასხვა წლებში მივლინებული იყო პოლონეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ირანში; 1953 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტის სახელობის გეოგრაფიულ ინსტიტუტში. 1969-1972 წლებში ორჯერ გაიგზავნა კუბაში, სადაც ხელმძღვანელობდა საბჭოთა მეტეოროლოგთა ჯგუფს; გოგიშვილის შრომაში „საქართველოს ჰავის გენეზისის ცირკულაციური ფაქტორების გამოკვლევა“ შესწავლილია სამხრეთ კავკასიაში ჰაერის ცივი მასების შემოჭრის პირობები, დამუშავებულია ჰაერის თბილი და ცივი ნაკადების გავრცელების მრავალწლიური რეჟიმი და სხვ. გოგიშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დედამიწის ატმოსფერო (ავტორი). — თბილისი, მეცნიერება, 1969. — 55გვ.
  • ამინდი და მისი წინასწარმეტყველება (ავტორი). — თბილისი, მეცნიერება, 1966. — 55გვ.
  • საქართველოს კურორტების კლიმატური რესურსები (ავტორი). — თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966. — 28გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]