ბერტა მორიზო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერტა მორიზო
BertheMorisot.jpg
ბერტა მორიზო, ედუარდ მანეს სურათი
სრული სახელი: ბერტა მორიზო
დაიბადა: 14 იანვარი, 1841
ბურჟე, შერი, საფრანგეთი
გარდაიცვალა: 2 მარტი, 1895
საფრანგეთი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი

ბერტა მორიზო (ფრანგ. Berthe Morisot) (დ. 14 იანვარი, 1841 — გ. 2 მარტი, 1895) — ფრანგული იმპრესიონიზმის წარმომადგენელი. მისი სურათების მთავარი თემა იყო: ქალი კეთილშობილი ბურჟუაზიული ოჯახიდან, ოჯახური სიმყუდროვე, დედობა, გასეორნება ბუნებაში. ის ხშირად ასახავდა ქალს, რომელიც გართული იყო თავის ტუალეტით. ბერტა მორიზო არასდროს ილტვოდა შიშველი ნატურის გამოსახვისკენ. მისთვის უცხო იყო ხმაურიანი და არეული სამყარო კაფეების, თეატრებისა და პარიჟის ქუჩების. მისი გვიანდელი სურათები ხასიათდება იმპრესიონისტებისათვის დამახასიათებელი ატმოსფერული ეფექტების გადმოცემით. მისი ფუნჟის მონასმი გახდა უფრო მკვეთრი და ის თავის მანერით მიუახლოვდა ექსპრესიონისტებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბერტა მორიზო დაიბადა ბურჟეში, ცნობილი სამთავრობო ჩინოვნიკის ოჯახში. 1852 წელს მორიზოს ოჯახი გადავიდა პარიზში. მისი ბაბუა იყო ცნობილი მხატვარი — ფრაგონარი. პარიზში ბერტამ დაიწყო ფერწერის შესწავლა, ჯერ შოკარტთან და შემდგომ გიშარტთან. უფრო მოგვიანებით მან გაიცნო ჟან ბატისტ კამილ კორო და 1861 წლიდან მისი ხელმძღვანელობის ქვეშდაიწყო მუშაობა. ბერტა კოროსთან ერთად მუშაობდა პლენერზე.

აკვანთან, 1872

ბერტა მორიზოს პირველი სურათები სალონში მიღებული იქნა 1864 წელს, როდესაც ის 23 წლის იყო. 1864 წლამდე ის სალონში სისტემატიურად გამოფენდა თავის ნაშრომებს. 1868 წელს ბერტამ ლუვრში გაიცნო ედუარდ მანე. შემდგომი 10 წლის განმავლობაში მის შემოქმედებაზე იგრძნობა მანეს გავლენა. 1874 წელს ბერტა გათხოვდა მანეს ძმა ეჟენზე და მათ ქალიშვიი ეყოლათ. ედუარდ მანე ხშირად გამოხატავდა ბერტას თავის სურათებზე. მის მეშვეობით მორიზო დაუმეგობრდა იმპრესიონისტებს.

იმპრესიონისტების ცნომილ გამოფენაზე, 1874 წლის 15 აპრილს ბერტამ წარადგინა 10 სურათი. მათ შორის იყო სურათი „აკვანთან“, სადაც ბერტას და, ედმა და მისი შვილია გამოსახული. მხატვარი შემდგომშიც აქტუალურად მონაწილეობდა იმპრესიონისტების გამოფენებში. ბერტას ცხოვრების მანძილზე მისი სურათები გაიყიდა მაღალ ფასებში, ვიდრე მისი მეგობრების. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იმყოფებოდა მხატვრების, ლიტერატორების და კრიტიკოსების ყურედღების ცენტრში, რომლებიც, ასე თუ ისე, მჭიდრო კავშირში იყვნენ იმპრესიონისტებთან.

გალერეა[რედაქტირება]