ვასილ ვარაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარაზ.
ვასილ ვარაზი
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1888(1888-01-14)
დაბ. ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 9 სექტემბერი, 1969(1969-09-09) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი და პათოფიზიოლოგი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი ავთანდილ ვარაზი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და ლენინის ორდენი

ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი),(დ. 14 იანვარი/ ძვ. სტ. 1 იანვარი, 1888, თბილისი — გ. 9 სექტემბერი, 1969, იქვე) — ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944).

1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1924–1952 განაგებდა საქართველოს სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიურ ფიზიოლოგიის განყოფილებას, 1931–1969 — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. იკვლევდა ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლის ბიოქიმიის ძირითად საკითხებს, მეტაბოლიტების როლს ნივთიერებათა ცვლაში, მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიმიის საკითხებს; დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიის და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები, დაადგინა, რომ ქოლერით დაავადებისას სიკვდილს იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ურთიერთშეფარდების დარღვევა. 1936 წელს იყო მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ოფიციალური ნომინანტი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]