მერილინ მონრო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერილინ მონრო
Marilyn Monroe

ფილმში "პრინცი და შოუს ვარსკვლავი გოგონა" (1957)
დაბადების სახელი ნორმა ჯინ მორტენსონი
დაბადების ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
დაიბადა 1 ივნისი, 1926
გარდაიცვალა 5 აგვისტო, 1962
ბრენტვუდი, კალიფორნია
სხვა სახელები ნორმა ბეკერი
მეუღლე(ები) James Dougherty (1942-1946) (გაცილდა)
Joe DiMaggio (1954) (გაცილდა)
Arthur Miller (1956-1961) (გაცილდა)
ოფიციალური ვებგვერდი Marilyn Monroe.com


მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი", კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ახლო 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის მუშაობდა სერიოზულ როლებზე და მისი წარმატება აღემატებოდა მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას.

მერილინის ნაადრევი სიკვდილი მიჩნეული იყო როგორც შესაძლო თვითმკვლელობა. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.

[რედაქტირება] ბავშვობა

[რედაქტირება] ოჯახი და ცხოვრების ადრეული წლები

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა მოანათვლინა ის აიმე სემპლ მაკფერსონს როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა იყო გლედის პირლ მონრო ბეიკერი. წლების მანძილზე სჯეროდათ რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები