ვალდემარ I დიდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვალდემარ I დიდი (დ. 14 იანვარი, 1131 – გ. 12 მაისი, 1182) — დანიის მეფე 1157-1182 წლებში. დედის მხრიდან კიევის მთავრის ვლადიმერ მონომახის შთამომავალი. რამდენჯერმე გაილაშქრა პოლაბელი სლავების წინააღმდეგ. დაახლ. 1169 წელს დაიმორჩილა კუნძული რუიანა (რიუგენი). ლუნდის არქიეპიეკოპოსად (დანიის ეკლესიის მეთაურად) დაანიშნინა თავისი მრჩეველი აბსალონი. საფუძველი ჩაუყარა დანიაში ცენტრალიზებულ ფეოდალურ მონარქიას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 280, თბ., 1979 წელი.