14 იანვარი
იერსახე
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
14 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-14 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 351 დღე (ნაკიან წელში - 352).
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 27 : რომში გამოცხადდა რესპუბლიკის აღდგენა.
- 1301 : ანდრე III-ის გარდაცვალებით დასრულდა არპადთა დინასტიის მმართველობის ხანა უნგრეთში.
- 1514 : ესპანეთმა კუბის ანექსია მოახდინა.
- 1690 : ნიურნბერგში (გერმანია) შექმნეს პირველი კლარნეტი.
- 1784 : ამერიკის რევოლუცია: აშშ-მა ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
- 1814 : კიელის ხელშეკრულება: დანიის მეფე ფრედერიკ VI-მ ნორვეგია შვედეთს დაუთმო პომერანიის სანაცვლოდ.
- 1900 : ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას“ პრემიერა გაიმართა რომში.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი : ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი იწყებენ კასაბლანკას კონფერენციას ომის შემდეგი ფაზის განსახილველად.
- 1950 : მარშალი ტიტო იუგოსლავიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1955 : მერილინ მონრომ ჯო დიმაჯიოსთან იქორწინა.
- 1985 : მარტინა ნავრატილოვამ მეასედ გაიმარჯვა ჩოგბურთის ტურნირზე.
- 1994 : აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი კრემლის შეთანხმებას აწერენ ხელს.
- 1996 : ჟორჟი სამპაიო პორტუგალიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1998 : მეცნიერებმა დალასში (ტეხასი) აღმოაჩინეს ენზიმი, რომელიც სიბერესა და ბოჭკოების კვდომის პროცესს ანელებს (აპოპტოზი)
- 2004 : საქართველოს ეროვნული დროშა, ე. წ. „ხუთჯვრიანი დროშა“ აღდგენილ იქნა 500 წლის შემდეგ.
- 2005 : კოსმოსური ზონდი „ჰიუგენსი“ სატურნზე დაეშვა.
- 2007 : ნასას მესენჯერმა პლანეტა მერკურის ჩაუფრინა, პირველად ბოლო ოცდაცამეტი წლის მანძილზე.
- 2009 : ჩინეთი უსწრებს გერმანიას და მსოფლიოს მესამე უდიდესი ქვეყანა ხდება, 2007 წლის გადამოწმებული მშპ მონაცემების მიხედვით.
- 2011 :
- 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროში.
- საერთო სახალხო მღელვარების ფონზე პრეზიდენტმა ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიმ ტუნისი დატოვა, მოვალეობის შემსრულებელი დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ფუად მებაზაა გახდა.
- 2012 : საქართველოს ისტორიაში პირველად აღინიშნა სახელმწიფო დროშის დღე.
- 2015 :
- იტალიის პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა.
- პოპულარული შოკოლადის პასტა „ნუტელას“ შემქმნელი იტალიელი ბიზნესმენი მიკელე ფერერო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 2024 : დანიის დედოფალი მარგრეტე II გადადგა და მისი შემცვლელი ფრედერიკ X გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 83 : მარკუს ანტონიუსი — ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე
- ძვ. წ. 38 : ნერონ კლავდიუს დრუზუსი — ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.
- 771 : კონსტანტინე VI — ბიზანტიის იმპერატორი 780–797 წლებში.
- 1131 : ვალდემარ I დიდი — დანიის მეფე
- 1551 : აბუ ლ-ფაზლი — ინდოელი მემატიანე და ფილოსოფოსი.
- 1767 : მარია ტერეზია ავსტრიელი — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი
- 1827 : პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი — რუსი გეოგრაფი
- 1840 : ილარიონ დასა — ბოლივიელი პოლიტიკოსი
- 1841 : ბერტა მორიზო — ფრანგული იმპრესიონიზმის წარმომადგენელი.
- 1861 : მეჰმედ VI — ოსმალეთის იმპერიის 36-ე და ბოლო სულთანი
- 1868 : ნოე ჟორდანია — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.
- 1871 : გიორგი გოთუა — ქართველი გენერალი
- 1883 : ნინა რიჩი — ფრანგული სამოდელო სახლის, Nina Ricci-ის დამფუძნებელი.
- 1888 : ვასილ ვარაზი — ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი.
- 1890 : ართურ ჰოლმზი — ბრიტანელი გეოლოგი და პეტროგრაფი.
- 1897 : ჰასო ფონ მანტოიფელი — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
- 1901 : ხათუნა ჭიჭინაძე — ქართველი მსახიობი
- 1903 : ნინო ზაალიშვილი — ქართველი მხატვარი.
- 1905 : კონსტანტინე გოგიშვილი — ქართველი გეოგრაფი
- 1911 : ზაჰიდ ხალილოვი — აზერბაიჯანელი მათემატიკოსი და მექანიკოსი.
- 1916 : ალექსანდრე ბიბილაშვილი — საბჭოთა კავშირის გმირი
- 1917 : ლადო ასათიანი — ქართველი პოეტი.
- 1924 : გივი ჭანუყვაძე — ქართველი ეკონომისტი
- 1925 : იუკიო მისიმა — იაპონელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი.
- 1926 : ოთარ ბაკურაძე — ქართველი ფილოსოფოსი.
- 1927 : კარლო ბაკურაძე — ქართველი მხატვარ-რესტავრატორი.
- 1941 : ფეი დანაუეი — ამერიკელი მსახიობი.
- 1941 : მილან კუჩანი — სლოვენი პოლიტიკოსი
- 1949 : ლოურენს კესდენი — ამერიკელი სცენარისტი
- 1954 : ივანე იანტბელიძე — ქართველი მსახიობი
- 1965 : შამილ ბასაევი — ჩეჩენი საველე მეთაური და პოლიტიკური მოღვაწე.
- 1965 : სლავა ფეტელავა — ქართველი ეკონომისტი, იურისტი.
- 1966 : მარკო ჰიეტალა — ფინელი ბას გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი.
- 1969 : დეივ გროლი — ამერიკელი როკ-მუსიკოსი
- 1970 : ალექს გარსია — ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი
- 1976 : ნოდარ ახალკაცი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (2005 –2009)
- 1980 : თამარ შავგულიძე — ქართველი რეჟისორი.
- 1982 : ვიქტორ ვალდესი — ესპანელი ფეხბურთელი
- 1986 : იოან კაბაი — ფრანგი ფეხბურთელი
- 1987 : ნოდარ მაჭავარიანი — ქართველი ფეხბურთელი
- 1993 : დამლა ჯოლბაი — თურქი მსახიობი.
- 1994 : Kai (მომღერალი) — სამხრეთ კორეელი მომღერალი
- 1996 : ნიკოლოზ აშბა — ქართველი ფეხბურთელი
- 1998 : გელა აფრასიძე — ქართველი მორაგბე.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1742 : ჰალეი, ედმუნდ — ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი.
- 1815 : არდაზიანი,ლავრენტი — ქართველი მწერალი და პუბლიცისტი.
- 1898 : კეროლი, ლუის — ინგლისელი მწერალი.
- 1901 : ერმიტი, შარლ — ფრანგი მათემატიკოსი.
- 1905 : აბე, ერნსტ — გერმანელი ფიზიკოს-ოპტიკოსი.
- 1944 : ბერუაშვილი, გიორგი — საბჭოთა კავშირის გმირი.
- 1966 : კოროლიოვი, სერგეი — საბჭოთა მეცნიერი.
- 1978 : გედელი, კურტ — ავსტრიელი მათემატიკოსი.
- 2016 : ჩიტი, ფრანკო — იტალიელი მსახიობი
- 2016 : ალან რიკმანი — ინგლისელი კინოსა და თეატრის მსახიობი (დ. 1946)
- 2019 : პაველ ადამოვიჩი — გდანსკის მერი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
- ბასილი კესარიელი
- ბასილი ანკვირელი
- წმინდა თეოდოტი
- გრიგოლ ნაზიანზელი
- ღირსი თეოდოსი
- წმინდა ემილია
- აგრეთვე:
- „The Beatles-ის“ საერთაშორისო დღე
- ქართული თეატრის დღე (1850)
- საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე (2004)
- ძველით ახალი წელი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სხვა თვეები: