ხუნძები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუნძების დროშა

ხუნძები, ავარები (საკუთარი სახელწოდება магIарулал მაარულალ „მთიელები“), დაღესტნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი, რომელიც ანდიელებთან და დიდოელებთან ერთად ქმნის ერთ ჯგუფს. ცხოვრობენ დაღესტნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე სულაკის აუზში. მათი ერთი ნაწილი ჭარ-ბელაქანშია ჩასახლებული.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაახლოებით 814 500 კაცი.[1]

ხუნძების წარმოშობის საკითხი ბოლომდე არ არის გარკვეული. ზოგი მათ ეთნონიმს პტოლემეს (II საუკუნე) „საკარებს“ უკავშირებს.

ხუნძური ენა განეკუთვნება კავკასიური ენების დაღესტნური ჯგუფს. ხუნძების ძირითადი საქმიანობა მთაში მესაქონლეობა იყო, ბარში — მიწათმოქმედება. მესაქონლეობაში მთავარი ადგილი ეჭირა ცხვარს. მეურნეულმა ხასიათმა განაპირობა ხელოსნობის ისეთი დარგის განვითარება, როგორიცაა მატყლის ნაწარმის დამზადება (ნაბდები, შალეული, ხალიჩები, წინდები). ტყიან ზონაში მისდევდნენ ხის დამუშავებას. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მჭედლობას. დასახლება ალპურ ზონაში აშკარად გამოხატული მთის ტიპისა იყო, მისთვის დამახასიათებელი მაღალი სიმჭიდროვით, ტერასული ექსპოზიციით და მრავალსართულიანი ქვით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსებით, რომელთა ვერტიკალურ გეგმაში განლაგებული იყო სამეურნეო და საბრძოლო ელემენტები. საზოგადო ცხოვრების ძირითად უჯრედს წარმოადგენდა ინდივიდუალური ოჯახი, მაგრამ დიდი ოჯახის გადმონაშთური ფორმებიც არსებობდა. მმართველობის უმაღლესი ორგანო იყო ჯამაათი, რელიგია ისლამი (სუნიტები), ინარჩუნებდნენ ტრადიციული რწმენა-წარმოდგენებსაც.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.perepis2002.ru/content.html?id=11&docid=10715289081463

ლიტერატურა[რედაქტირება]