ალბანური დამწერლობა
ალბანური დამწერლობა — დამწერლობა, რომელსაც ძველი კავკასიური სახელმწიფო -ალბანეთი იყენებდა. სავარაუდოდ, ძველ ალბანურ ანბანში 52 [1]ასო-ნიშანი იყო. სომხური ტრადიციის მტკიცებით, იგი მესროპ მაშტოცმა შექმნა , სომხური ანბანის - ”ერკათაგირის” შემდეგ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
სომხური წყაროების მტკიცებით, ალბანური დამწერლობის შემოღება V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს, მესროპ მაშტოცს მიეწერება. ამგვარი ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში – ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ალბანური დამწერლობა არის ალბანური ენის მატიანე რომელიც თითქმის უკვალოდ გაქრა საზოგადოების თვალსაწიერიდან და გახდა მკვდარი ენა. ალბანური დამწერლობის შესახებ პირველ სერიოზულ შრომებად ზაზა ალექსიძის გამოკვლევები ითვლება . ეს გამოკვლევები ეყრდნობა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტრის კედლებში აღმოჩენილ პალიმფსესტურ ხელნაწერებს, რომლებიც დაახ. V-VII საუკუნეებით თარიღდება .
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ზ. ალექსიძე, კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, თბ., 2000.
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ზაზა ალექსიძე, ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის
- Jost Gippert: The "Albanian" Alphabet as preserved in Armenian Tradition
- Zaza Aleksidze: A Breakthrough in the Script of Caucasian Albany
- Wolfgang Schulze “The Language of the ‘Caucasian Albanian’ (Aluan) Palimpsest from Mt. Sinai and of the ‘Caucasian Albanian’ inscriptions”
- Caucasian Albanian // საიტზე Omniglot
| ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
სტატიის