ოლიმპო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპო
Greece Mount Olympus (1).jpg
მთა ოლიმპო
სიმაღლე

2917 მ

მდებარეობა

საბერძნეთი

რანგი

ქვეყნების სია მწვერვალების მიხედვით

პირველი ასვლა

1913

Ὄλυμπος


ოლიმპო (ბერძნ. Ὄλυμπος) — უმაღლესი მთათა მასივი საბერძნეთში (2917 მ), ეროვნული პარკი. ძველბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო უწმინდესი მთა იყო, ღმერთების სამყოფელი ზევსის მეთაურობით. მასივი მდებარეობს თესალიასა და მაკედონიას (საბერძნეთის რეგიონი)საზღვარზე, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკიდან დაახლოებით 100 კილომეტრში. მთა ოლიმპოს აქვს 52 პიკი.[1] მათ შორის უმაღლესი მიტიკასი (ბერძნ. Μύτικας, ითარგმნება როგორც "ცხვირი") აღწევს 2917 მეტრს.[2]

სექციების სია

[რედაქტირება] ღმერთების საცხოვრებელი

ოლიმპოს უმაღლესი პიკი მიტიკასი - "ზევსის ტახტი"

ბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო თორმეტი ოლიმპოელი ღმერთის სახლად მოიხსენიებოდა.[3] ის გახდა ღმერთბის სახლი მას შემდეგ რაც მათ ტიტანები დაამარცხეს ტიტანების ომში. ის უამრავ ბერძნულ მითიურ ამბებში მოიხსენიება.

ოლიმპოს სიმშვიდეს ქარები არ არღვევენ, ასევე იქ არ მოდის არც წვიმა და არც თოვლი თუმცა ჰაერი საოცრად წმინდა და უღრუბლოა (ჰომეროსის ოდისეა).[4]

[რედაქტირება] ასვლები

ლიტოხორო

სკალას მწვერვალიდან მიტიკას მწვერვალამდე მონაკვეთის გამოკლებით, რომელიც იოსემიტური სისტემით კლდეზე ცოცვის 3 კლასისაა, ოლიმპუსი არის არა-ტექნიკური ცოცვით ასასვლელი მთა. წელიწადში ოლიმპუსზე დაახლოებით 10 000 ადამიანი ადის, მათგან უმეტესობა მხოლოდ სკოლიოს მწვერვალამდე აღწევს. მთაზე ასვლის მსურველთა უმეტესობა იწყებს ქალაქ ლიტოხოროდან. რომელმაც თავისი სახელი "ღმერთების ქალაქი" თავისი მდებარეობის გამო მიიღო.

[რედაქტირება] ოლიმპო ფულის ერთულზე

მონეტების კოლექციონერებში დიდი მოთხოვნით სარებლობს 10 ევროს მემორალური მონეტა რომელიც გამოშვებული იქნა 2005 წელს და რომლის ძირითად მოტივს წარმოადგენს ოლიმპო მის ირგვლივ მდებარე ეროვნული პარკით. მონეტის უკანა მხარეს კი ტიტანომახია ოლიმპოს მთაზე. სცენის თავზე ბერძნულად აწერია "ოლიმპოს ეროვნული პარკი", ხოლო მონეტის ქვედა მხარეს, კიდესთან ახლოს გამოშვების წელი.

[რედაქტირება] გალერეა

ოლიმპოს სამხრეთი მწვერვალები
ოლიმპოს სამხრეთი მწვერვალები

[რედაქტირება] აქრეთვე იხილეთ

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Summit of the Gods. The Boston Globe (July 17, 2005). წაკითხვის თარიღი: 2010-12-31.
  2. SummitPost - Olymbos (Olympus) - Climbing, Hiking & Mountaineering
  3. Wilson, Nigel (2005-10-31). Encyclopedia of Ancient Greece. Abingdon, England: Routledge, გვ. 516. 
  4. ჰომეროსი, ოდისეა, წიგნი 6, 41

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე