აბაზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბაზები
Аба́за (Абазакуа)
საერთო მოსახლეობა

დაახ. 50 000

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: რუსეთი რუსეთი 37 942 [1]
დროშა: თურქეთი თურქეთი 11 000 [საჭიროებს წყაროს მითითებას]
დროშა: საქართველო საქართველო 2 138 [საჭიროებს წყაროს მითითებას]
სირიის დროშა სირია 2 000 [საჭიროებს წყაროს მითითებას]
იორდანიის დროშა იორდანია 1 500 [საჭიროებს წყაროს მითითებას]
ენები
აბაზური ენა, რუსული ენა
რელიგიები
მუსლიმი-სუნიტები

აბაზები (საკუთარი სახელწოდება - აბაზა , აფხაზურად - აშვი ) - აფხაზების ახლო მონათესავე ხალხი, ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში (1989 წლის მონაცემებით 33 ათასი კაცი , საერთო რაოდენობა – 43 ათასი კაცი). ძირითადად, განსახლებული არიან ჩრდილოეთ კავკასიაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთში) - 27, 5 ათასი კაცი. დაახლოებით 10 ათასი აბაზა მახლობელ აღმოსავლეთში (თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, ლიბანში) ცხოვრობს, სადაც ისინი მუჰაჯირობის დროს, 1862-1864 წლებში გადასახლდნენ. ახლო აღმოსავლეთში გადასახლებული აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთიდან და ადიღედან გადასახლებულ მოსახლეობას შეერია. ჩრდილოეთ კავკასიაში აბაზების განსახლების ტერიტორია მოიცავს დიდი და პატარა იენჯუგის, ყუბანისა და გუმის სათავეებს. ლაპარაკობენ აბაზურ ენაზე რომელიც განეკუთვნება კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღურ ანუ ჩრდილოდასავლურ ჯგუფს.

დღევანდელ ტერიტორიაზე აბაზები XIV ს-დან ცხოვრობენ, აბაზა ხალხის თავდაპირველი სამშობლო და საცხოვრებელი ადგილი სამხრეთკავკასია საქართველოს შავი ზღვისპირეთი დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორია და ადლერი - სოჭის მხარე იყო, ისინი იმ აფხაზების შთამომავლები არიან რომელიც XIV საუკუნეში აფხაზეთიდან ჩრდილო კავკასიაში მდ ყუბანის ხეობაში გადასახლდნენ და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც ,,აბაზა,,ხალხი. ისინი ორ ეთნოგრაფიულ ჯგუფად ტაპანთელებად და აშხარელებად იყოფიან, ტაპანთელები ყარაჩაი-ჩერქეზეთის 9 დასახლებულ პუნქტში არიან განსახლებული. ეს სოფლებია: ფსიჟი, ყუბინა, ინჯიქ-ჩკუნი, ელბურგანი, ტაფანთა, აბაზი-ხაბლი, კარაპაღო, კრასნო-ვოსტოჩნოე, კოიდანი. აშხარელები კი სულ სამ სოფელში (აულში) სტარო-კუვინსკოე, ნოვო-კუვინსკოე და აფსუა ცხოვრობენ. აბაზები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Всероссийская перепись населения 2002 года. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-21-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-12-24.