მორფოლოგია (ენათმეცნიერება)
ვიკიპედიიდან
მორფოლოგია იკვლევს სიტყვების ფორმათა ცვალებადობას და ამ ფორმაცვალებადობასთან დაკავშირებულ სიტყვის შინაარსის ცვლას.
მორფოლოგიის კვლევის მთავარი საგანი ფლექსიაა, რომელიც მოიცავს ბრუნების, უღლების და შედარებითი ხარისხის კატეგორიებს. მორფოლოგია ცდილობს ხსენებულ კატეგორიებში მოაქციოს სიტყვის ფორმები, დაჰყოს ისინი გარკვეულ ნიშნის მიხედვით პარადიგმებად და კლასებად.

