დარგუელები
დარგუელები (საკუთარი სახელწოდება дарган დარგან), დაღესტნის ახუშის, დახადაევის, ხაიდაყის, ლევაშის და სხვა რაიონებში მცხოვრები ხალხი. რუსეთის ფედერაციაში, ყოფითა და კულტურით ახლო მდგომ ხაიდაყებსა და კუბაჩელებთან ერთად 510 156 კაცი (2002)[1]. დარგუული ენა დაღესტნის ერთ-ერთი სამწერლობო ენაა. რელიგიით მუსლიმანი სუნიტები არიან.
XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე „თავისუფალ თემებად“ ცხოვრობდნენ. ემორჩილებოდნენ ხაიდაყის უწმიას, საფეოდალოს. მოსახლეობის ძირითად მასას თავისუფალი მეთემეები — უზდენები შეადგენდნენ. იყვნენ ყმებიც — რაიათი და ყული — მონები.
XX საუკუნის დასაწყისამდე ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა და მცირე მასშტაბის მთური მიწათმოქმედება. მამაკაცთა უმრავლესობა ხელოსნობას მისდევდა. ამზადებდნენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის იშვიათ სამკაულებს და ნივთებს, ქალები — ქეჩას. ამჟამად მხატვრული ხელოსნობის ცენტრია კუბაჩი.
სქოლიო [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- თ. ჩიქოვანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. III, გვ. 381, თბ., 1978 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (რუსული) Даргинцы
სტატიის