ლეზგები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეზგების დროშა
ლეზგი მოხუცი კაცი

ლეზგები (საკუთარი სახელწოდება лезгияр ლეზგიარ) — უმთავრესად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა 600 ათასი კაცი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი (2002)[1], აზერბაიჯანში 178 ათასი (1999)[2]. ლაპარაკობენ ლეზგიურ, აგრეთვე რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

მორწმუნე ლეზგები მუსულიმან-სუნიტები არიან.

ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ლეგი. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი აზერბაიჯანის (ყუბის, დერბენდის და სხვა სახანოებში) ფეოდალურ წარმონაქმნებში იყვნენ გაერთიანებული. ლეზგების ძირითად საქმიანობაა მიწათმოქმედება, მებაღეობა და მეცხოველეობა. ნაწილი დასქმებულია მრეწველობაში.

სქოლიო [რედაქტირება]

  1. http://www.perepis2002.ru/content.html?id=11&docid=10715289081463
  2. http://www.eurasianet.org/resource/azerbaijan/hypermail/200103/0062.html

ლიტერატურა [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]