ალ-მასუდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ალ-ჰუსაინ ალ-მასუდი (დ. IX საუკუნის დასასრული, ბაღდადი — გ. 956 ან 957, ფუსტატი, ეგვიპტე), არაბი ისტორიკოსი და მოგზაური. 915-945 წლებში იმოგზაურა ინდოეთში, ირანში, ცეილონში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზერბაიჯანში, სომხეთში. შემდეგ ცხოვრობდა სირიასა და ეგვიპტეში. ეკუთვნის 20-ზე მეტი ნაშრომი ცოდნის სხვადასხვა სფეროში (ფილოსოფია, ისტორია, მუსლიმანური ღვთისმეტყველება და სამართალი). ჩვენამდე მოაღწია ორმა ნაშრომმა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია „ოქროს სამრეცხოები და მარგალიტთა სასაბადოები“. მასში არის საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებაც.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 486, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები