ხუნძური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხუნძური ენა, ავარული ენახუნძების ენა, კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიური ქვეჯგუფს ეკუთვნის. გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკასა და აგრეთვე აზერბაიჯანში (ბელაქნის და ზაქათალის რაიონებში). ხუნძურ ენაზე დაახლოებით 790 000 კაცი ლაპარაკობს.[1]

ხუნძურ ენაში განირჩევა დიალექტთა 2 მთავარი ჯგუფი: ჩრდილოეთისა და სამხრეთის. სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ჩრდილოეთის (ხუნძახური) დიალექტი. დამწერლობა ემყარება კირილიცას.

ხუნძური ენის ბგერითი შედგენილობა ხასიათდება მარტივი ვოკალიზმით და რთული კონსონანტიზმით. გარჩეულია 5 ხმოვანი (ა, ე, ი, ო, უ). მახვილი სიტყვაში შეიძლება იყოს თავიდან პირველ ან მეორე მარცვალზე. მორფოლოგიული კატეგორიებიდან გარჩეულია 3 გრამატიკული კლასი. ძირითადი ბრუნვები: სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი და მიცემითი; გარჩეულია ადგილობით (ლოკალურ) ბრუნვათა 5 სერია (წყება), თითოეულში 3-3 ბრუნვაა (ადგილობითი, მიმართულებითი და დაშორებითი). არსებობს ორ- და ერთფუძიანი ბრუნების ტიპები. თვლის სისტემა ოცობითია. მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასისა და რიცხვის მიხედვით; მდიდარია დრო-კილოთა და სხვადასხვა მოდალური მნიშვნელობის ფორმებით. ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების პრინციპი სინთეზურია. მორფოლოგიური ელემენები სახელსა და ზმნაში შეიძლება იყოს პრეფიქსიცა და სუფიქსიც. ფორმათა წარმოების ზოგადი პრინციპი აგლუტინაციურია.

დამოკიდებული წინადადების როლში გვევლინება ინფინიტივიანი და მასდარიანი, აბსოლუტივიანი და მიმღეობიანი კონსტრუქციები. საკუთარი ძველი ლექსიკა კარგადაა დაცული. გვხვდება ნასესხები სიტყვებიც თურქული, არაბული, სპარსული და რუსული ენებიდან.

ორთოგრაფია[რედაქტირება]

А а Б б В в Г г Гъ гъ Гь гь ГI гI Д д
/a/ /b/ /w/ /ɡ/ /ʁ/ /h/ /ʕ/ /d/
Е е Ё ё Ж ж З з И и Й й К к Къ къ
/e/, /je/ /jo/ /ʒ/ /z/ /i/ /j/ /k’/ /qː’/
Кь кь КI кI КIкI кIкI Кк кк Л л М м Н н О о
/t͡ɬː’/ /k’/ /t͡ɬː/ /ɬ/ /l/ /m/ /n/ /o/
П п Р р С с Т т ТI тI У у Ф ф Х х
/p/ /r/ /s/ /t/ /t’/ /u/ /f/ /χ/
Хх хх Хъ хъ Хь хь ХI хI Ц ц Цц цц ЦI цI ЦIцI цIцI
/qː/ /x/ /ħ/ /t͡s/ /t͡s’/
Ч ч ЧI чI ЧIчI чIчI Ш ш Щ щ Ъ ъ Ы ы Ь ь
/t͡ʃ/ /t͡ʃ’/ /ʃ/ /ʃː/ /ʔ/ /ɨ/
Э э Ю ю Я я
/e/ /ju/ /ja/

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=ava

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]