ანდიელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდიელები (საკუთარი სახელწოდება къӀваннал ყვანალი) — კავკასიური წარმომავლობის ხალხი. ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკაში. მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ბოთლიხის რაიონში. რაოდენობა 21 808 (2002).[1] ყოფითა და კულტურით ენათესავებიან ხუნძებს. ენა — ანდიური. მორწმუნეთა რელიგია — ისლამი (სუნიტური). მისდევენ მეცხვარეობასა და მიწათმოქმედებას. ამზადებენ საუკეთესო ნაბდებს. ეროვნულად ამჟამად ხუნძებს განეკუთვნებიან.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.perepis2002.ru/content.html?id=11&docid=10715289081463

ლიტერატურა[რედაქტირება]