პერ-ლაშეზის სასაფლაო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერ ლაშეზის სასაფლაო

პერ-ლაშეზის სასაფლაო (Père Lachaise, თარგმანში "მამა ლაშეზი") – პარიზის უდიდესი სასაფლაო. ოფიციალური სახელწოდება cimetière de l'Est ("აღმოსავლეთის სასაფლაო").

პერ-ლაშეზი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სასაფლაოა მსოფლიოში. ასი ათასობით ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს პარიზის ამ უბანს, რათა თავისი თვალით იხილოს იმ ხალხის საფლავები, რომელთაც დიდი ღვაწლი აქვთ შეტანილი საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი 200 წლის მანძილზე.

დაარსება[რედაქტირება]

სასაფლაო დაარსებულია ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ 1804 წელს. სახელწოდება მომდინარეობს მამა ფრანსუა დე ლა შეზისგან, ლუი XIV პირადი მღვდლისგან.

თავდაპირველად სასაფლაო, რომელიც საკმაოდ შორს იყო ქალაქის იმდროინდელი ცენტრიდან არ იზიდავდა ხალხს. ხელისუფლებამ სასაფლაოს პოპულარობისტვის გადაწყვიტა გადმოეტანა მოლიერისა და ლაფონტენის ნეშთები. 1817 წელს კი პიერ აბელარისა და მისი მიჯნურის ელოიზას საფალვები გადმოიტანეს. წამოწყებამ გაამართლა, სულ რამდენიმე წელიწადში პერ ლაშეზზე უკვე 33 ათასი საფლავი იყო. სადღეისოდ კი სასაფლაოზე 1000 000 ადამიანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

პერ ლაშეზის სასაფლაოს კიდევ ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება კომუნარების კედელი, რომელთანაც 1871 წელს პარიზის კომუნის 147 წევრი იქნა დახვრეტილი.

პერ ლაშეზზე დაკრძალული ცნობილი ადამიანები[რედაქტირება]

ბალზაკის საფლავი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]