მექსიკაშივულკანი გააქტიურდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სპეციალისტების თქმით, ამ დროისთვის ვულკანური კრატერიდან ორთქლისა და ფერფლის ამოფრქვევა ხდება, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. ვარაუდობდნენ, რომ იგი მეხიკოსაც მიაღწევდა, თუმცა ამ დროისთვის ვულკანის აქტივობა ისევ შემცირდა. ამოფრქვევის გამო ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა არ შეფერხებულა. (1 არხი)
შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი ქარიშხალი ემუქრება. ტროპიკულ შტორმ „კატიას“, რომელიც 2 დღის წინ ატლანტის ოკეანეში წარმოიქმნა, ხუთბალიანი კლასიფიკაციით, უკვე პირველი კატეგორია მიანიჭეს. ის ჩდილო–დასავლეთით ვრცელდება. მისი სიჩქარე ახლა 120 კილომეტრია საათში. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ უახლოეს 48 საათში „კატია“ კიდევ უფრო გაძლიერდება. ქარიშხლების სეზონი ამერიკაში პირველი ივლისიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. (1 არხი)
შეერთებული შტატებიდან გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია ალეუტის კუნძულები, რომლებიც ალასკასთან მდებარეობს. მიწისძვრის გამო ალასკის სანაპიროზე გამოცხადდა ცუნამის საფრთხე, რომელიც ერთ საათში გაუქმდა. ცნობებში არაფერია ნათქვამი მიწისძვრით გამოწვეულ ზარალზე. (რადიო თავისუფლება)
ძლიერი მიწისძვრავანუატუში. 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კუნძულოვან სახელმწიფოში დღეს დილით დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედაქალაქ პორტ-ვილადან კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა. (1 არხი)
ხობის მუნიციპალიტეტს ახალი სოფელი შეემატა. პრეზიდენტის განკარგულებით, სოფელ პატარა ფოთსრიონს გაღმა მდებარე უბანი გამოეყო, რომელსაც შავღელე ეწოდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ხობის მუნიციპალიტეტში შუახევის, ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიისგან დაზარალებული 300 ოჯახი ჩამოასახლეს და ახალი სოფელი, შავღელე სწორედ მათთვის შეიქმნა. სოფელს აქვს თავისი სკოლა, მოპირკეთებულია გზა, უახლოეს მომავალში სოფელში სასმელი წყლის პრობლემაც გადაიჭრება. სოფელმა დღესასწაული შავღელეობაც დააფუძნა, რომელიც ტრადიციული იქნება. (1 არხი)
კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრავანუატუზე. გვიან ღამით წყნარი ოკეანის სახმრეთ კუნძულზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე წუთში ჩაირთო ცუნამის გამაფრთხილებელი სიგნალიც, თუმცა საშიშროება მალე მოიხსნა. მიწისძვრის ეპიცენტრი ერომაგოს კუნძული იყო. მიწისძვრას რამდენიმე ძლიერი განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა. (1 არხი)
ამერიკის აღმოსავლეთ შტატებს ამჯერად ქარიშხალი „კატია“ უახლოვდება, რეგიონში სრული მობილიზაციაა. სამხრეთ სანაპიროს კი „აირინის“ შემდეგ ტროპიკული შტორმი „ლი“ დაატყდა თავს, რომლის სიჩქარე ზოგიერთ რეგიონში საათში 50 კილომეტრს აღწევს. რთული მდგომარეობაა იაპონიაში, სადაც ტაიფუნმა „თალასმა“ უკვე 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქია ჩრდილო– აღმოსავლეთისკენ მოძრაობს და რუსეთის ფედერაციას უახლოვდება. (1 არხი)
საქართველო ევროპის 12 საუკეთესო საკალათბურთო ნაკრებს შორისაა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო ეტაპზე გადავიდა და 24–დან 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. ევრო 2011-ის შემდეგ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები იქნებიან საბერძნეთი, მაკედონია და ფინეთი. თამაშები უკვე ვილნიუსში 8 სექტემბრიდან დაიწყება. (1 არხი)
დმანისთან ახლოს წუხელ, 4 საათსა 35 წუთზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 2,8 მაგნიტუდა იყო. (1 არხი)
საქართველო–ბულგარეთი69-79 – კლაიპედაში ქართველმა კალათბურთელებმა დაძაბული მატჩი ბულგარელებთან 10–ქულიანი სხვაობით დათმეს. საქართველოს ნაკრები უკრაინა-ბელგიის მატჩზეა დამოკიდებული. (1 არხი)
ხანძარიტეხასის შტატში - რამდენიმე ქალაქში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლი ისევ ვრცელდება. მაშველები ხანძარს ვერ აქრობენ, რადგან ტეხასში მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია. ცეცხლი მოედო დასახლებულ პუნქტებს, დაიწვა ათასობით სახლი, გარდაცვლილია 4 ადამიანი, იწვის რამდენიმე ათასი ჰექტარი ტყის მასივი. (1 არხი)
სტიქია იაპონიაში. ქარიშხალმა „თალასმა“, ბოლო ინფორმაციით, უკვე 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება. (1 არხი)
საქართველომ საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა რუსეთი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მი-8 ტიპის სამი სამხედრო ვერტმფრენი 7 სექტემბერს შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში, სოფელ შატილის მახლობლად და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე. სამინისტროს განცხადებით, მომხდარი ფაქტი ეცნობება გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მათგან საქართველო ელის საჰაერო სივრცის დარღვევის სათანადოდ შეფასებას და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. (რადიო თავისუფლება)
ფრანგულმა ენერგეტიკულმა კომპანია „ტოტალმა“ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი საბადო კასპიის ზღვისაზერბაიჯანის სექტორში. აღმოჩენა განხორციელდა ბაქოდან 100 კილომეტრის დაშორებით, აბშერონის საბადოზე. ბუნებრივი აირი 6,5 მეტრის სიღრმიდან ამოვიდა და როგორც გეოლოგები ფიქრობენ, სტრუქტურა შესაძლოა 270 კვადრატულ კილომეტრამდე გაფართოვდეს. (რადიო თავისუფლება)
მაგნიტური დღეები დედამიწაზე კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. მზის მაგნიტური აქტივობების გამო, მზეზე ამოფრქვევები მოხდა. სპეციალისტები 9 სექტემბრის შემდეგ, ამოფრქვევების შედეგად, დედამიწაზე გეომაგნიტური ქარიშხლის გამოწვევას ელოდებოდნენ. მაგნიტური შტორმი ყოველთვიურად მოქმედებს, მაგრამ სუსტ ფორმებში. მაგნიტური დღეები წელიწადის ყველა თვეში რამდენიმეჯერ აღინიშნება და ადამიანთა ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის. (1 არხი)
ბირთვული საფრთხე ევროპაში – აფეთქება საფრანგეთის ატომურ სადგურში. მარკულის ბირთვული საწვავის გადამამუშავებელ ცენტრში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია. დაღუპულია ერთი ადამიანი. ჯერჯერობით ოფიციალურ წრეებში ამტკიცებენ, რომ დაზიანება სერიოზულია, მაგრამ რადიაცია არ ჟონავს. იმ შემთხვევაში, თუ რადიაცია გავრცელდა, ევროპაში კატასტროფა გარდაუვალი იქნება, რადგან სადგური სიმძლავრით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. (1 არხი)
15 დაღუპული და 50–მდე დაშავებული - მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში. ტამილანდის პროვინციაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. (1 არხი)
შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა რწმუნებულის პოსტზე გიორგი ტატიშვილი წარადგინა. ტატიშვილი საქართველოს პარლამენტის გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. მან რწმუნებულის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონს ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. (1 არხი)
უძველესი აბანო, რომელმაც, შესაძლოა, თბილისის ისტორია შეცვალოს – არქეოლოგებმა კალაუბანში უნიკალური ნივთები აღმოაჩნიეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით დათარიღებული აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ, დედაქალაქის დაარსებამდე, თბილისის ტერიტორიაზე დიდი დასახლება არსებობდა. გათხრების დასრულების შემდეგ, ამ ადგილას ტურისტული ცენტრი გაიხსნება. (1 არხი)
სირიელი აქტივისტების განცხადებით, ჯარისკაცებმა დღეს, სულ ცოტა, 15 ადამიანი დახოცეს. სირიაში ადამიანის უფლებათა მეთვალყურე ორგანიზაცია, რომელიც ლონდონშია დაფუძნებული, იუწყება, რომ ხუთი ადამიანი მოკლეს დღეს დილას ცენტრალურ სირიაში მდებარე პროვინცია ჰამაში და რვა ადამიანი - ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჯაბალ ალ-ზავიაში განხორციელებული რეიდების დროს. კიდევ ორი ადამიანია მოკლული ქალაქ ჰომსში, სადაც ათასობით ადამიანი შეუერთდა დემონსტრაციას მეჩეთებში პარასკევის ლოცვის შემდეგ. (რადიო თავისუფლება)
ლატვიაში იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ლიდერობს პარტია „თანხმობის ცენტრი“. მას მხარს უჭერს ლატვიის რუსულენოვანი უმცირესობა, რომელიც მოსახლეობის მესამედს შეადგენს. მეორე ადგილზეა ახალი, რეფორმების პარტია ყოფილი პრეზიდენტის, ვალდის ზატლერსის ხელმძღვანელობით. (რადიო თავისუფლება)
იემენის დედაქალაქ სანააში, 26 დემონსტრანტი მოკლეს უშიშროების ძალებმა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ბოლო თვეების უდიდეს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას. ცნობების თანახმად, დაჭრილია ათობით ადამიანი. იემენში რვა თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მმართველობის წინააღმდეგ. (რადიო თავისუფლება)
ტერაქტიპაკისტანში. აფეთქება ყარაჩის ცენტრში, პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ სახლთან თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შემთხვევის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი მიწასთანაა გასწორებული. (1 არხი)
ძლიერი წყალდიდობატაილანდში - გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე ჩაო-პრაი ადიდდა, რომელმაც 7 პროვინცია დატბორა. სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 112 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ([1])
ძლიერი მიწისძვრაგვატემალაში. ქვეყანაში გვიან ღამით 5,9 მაგნიტუდის სიმძლავერის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 3 ადამიანი, ათობით მძიმედაა დაშავებული. მდგოამრეობას ართულებს მიწისძვრისგან გამოწვეული მეწყერი. (1 არხი)
ჩინეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობებმა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 20-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობები ერთ თვეზე მეტია გრძელდება. სტიქიური უბედურებების შედეგად მილიონზე მეტ ადამიანს მოუხდა სახლების დატოვება. (რადიო თავისუფლება)
იემენში ექიმები აცხადებენ, რომ სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა მაშინ, როდესაც სამთავრობო ძალებმა და სნაიპერებმა იერიში მიიტანეს დედაქალაქ სანააში გაშლილ ოპოზიციურ საპროტესტო ბანაკზე. ალი აბდულა სალეჰის ოპონენტები აცხადებენ, რომ მის ქვეყანაში დაბრუნებას სისხლისღვრის გაძლიერება მოჰყვება. (რადიო თავისუფლება)
ესპანეთიკორიდას ემშვიდობება. 20 000–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ბარსელონაში, რათა ისტორიაში ბოლო, ოფიციალურად ნებადართული მატადორისა და ხარის შერკინების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სანახაობა ენახა. უახლოეს ხანში კატალონიის რეგიონში კორიდა ოფიციალურად აიკრძალება და ამგვარი ღონისძიებების მოწყობა უკანონოდ ჩაითვლება. სანახაობის აკრძალვის მიზეზი არა ცხოველთა დამცველების მრავალწლიანი პროტესტი, არამედ კატალონიის ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა. მთავრობა აცხადებს, რომ, ფინანსური კრიზისის ფონზე, ღონისძიების გამართვა ფინანსურად არამომგებიანია. (1 არხი)