შავღელე
| სოფელი | |
|---|---|
|
შავღელე მეგრ. უჩაღალი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ხობის მუნიციპალიტეტი |
| თემი | შავღელე |
| კოორდინატები | 42°10′23″ ჩ. გ. 41°46′19″ ა. გ. / 42.17306° ჩ. გ. 41.77194° ა. გ. |
| დაარსდა | 1980-იანი წლები |
| ამჟამინდელი სტატუსი | 2011 |
| მოსახლეობა | 581[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
შავღელე (მეგრ. უჩაღალი) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი შავღელე).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 581 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2014[1] | 581 | 306 | 275 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლება გაჩნდა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც იქ მაღალმთიანი აჭარიდან სტიქიისგან დაზარალებული 300 ოჯახი დასახლდა[2]. თავდაპირველად დასახლება სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო მოქცეული. სოფლის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის 7 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის № 360 ბრძანების საფუძველზე.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ghn.ge — ხობის რაიონს ახალი სოფელი შეემატა
- ↑ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ - ახალი სოფლის შექმნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2013-01-22.
| ||||||||||