პორტალი:ახალი ამბები/2011 სექტემბერი 16

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 16 სექტემბერი, 2011 (2011-09-16) (პარასკევი)
  • სირიელი აქტივისტების განცხადებით, ჯარისკაცებმა დღეს, სულ ცოტა, 15 ადამიანი დახოცეს. სირიაში ადამიანის უფლებათა მეთვალყურე ორგანიზაცია, რომელიც ლონდონშია დაფუძნებული, იუწყება, რომ ხუთი ადამიანი მოკლეს დღეს დილას ცენტრალურ სირიაში მდებარე პროვინცია ჰამაში და რვა ადამიანი - ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჯაბალ ალ-ზავიაში განხორციელებული რეიდების დროს. კიდევ ორი ადამიანია მოკლული ქალაქ ჰომსში, სადაც ათასობით ადამიანი შეუერთდა დემონსტრაციას მეჩეთებში პარასკევის ლოცვის შემდეგ. (რადიო თავისუფლება)