პორტალი:ახალი ამბები/2011 სექტემბერი 5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 5 სექტემბერი, 2011 (2011-09-05) (ორშაბათი)
  • კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა ვანუატუზე. გვიან ღამით წყნარი ოკეანის სახმრეთ კუნძულზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე წუთში ჩაირთო ცუნამის გამაფრთხილებელი სიგნალიც, თუმცა საშიშროება მალე მოიხსნა. მიწისძვრის ეპიცენტრი ერომაგოს კუნძული იყო. მიწისძვრას რამდენიმე ძლიერი განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა. (1 არხი)
  • ამერიკის აღმოსავლეთ შტატებს ამჯერად ქარიშხალი „კატია“ უახლოვდება, რეგიონში სრული მობილიზაციაა. სამხრეთ სანაპიროს კი „აირინის“ შემდეგ ტროპიკული შტორმი „ლი“ დაატყდა თავს, რომლის სიჩქარე ზოგიერთ რეგიონში საათში 50 კილომეტრს აღწევს. რთული მდგომარეობაა იაპონიაში, სადაც ტაიფუნმა „თალასმა“ უკვე 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქია ჩრდილო– აღმოსავლეთისკენ მოძრაობს და რუსეთის ფედერაციას უახლოვდება. (1 არხი)