მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი
World Trade Center
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1973-დან 2001-მდე.*

წინამორბედი ემპაია სტეიტ ბილდინგი
შემდეგი სირს ტაუერი
ინფორმაცია
მისამართი ნიუ-იორკი
სტატუსი დაინგრა
აშენდა 1966-1973
დაინგრა 11/09/2001
ტექნიკური დეტალები
სართული 417 მ / 110 სართ.
კომპანიები
არქიტექტორი მინორუ იამასაკი
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე;
იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკში აშენდა იაპონელი არქიტექტორის მინორუ იამასაკის პროექტით. გაიხსნა 1973 წლის 4 აპრილს; განადგურდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შედეგად. ცენტრის კომპლექსი შედგებოდა 7 შენობისგან, რომელთა შორის არქიტექტურულად დომინირებდა ორი ტყუპი-კოშკი, თითოეული მათგანი 110 სართულით (ჩრდ. 417, სამხ. 415 მ). მათ აგებამდე მსოფლიოში უმაღლესი შენობა იყო ემპაია სტეიტ ბილდინგი, ხოლო მათი განადგურების შემდეგ ეს უკანასკნელი ისევ გახდა უმაღლესი შენობა ქალაქ ნიუ-იორკში.

2001 წლის 11 სექტემბერს ალ-კაიდას მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ორივე შენობა მთლიანად ჩამოინგრა, კომპლექსის კიდევ ერთი შენობა (სასტუმრო მარიოტი) მათ ნანგრევებში მოჰყვა. დანარჩენი ოთხი შენობის კარკასი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ისინი ექსპლოატაციისთვის გამოუსადეგად სცნეს და დაანგრიეს. ტერორისტული შეტევის შედეგად დაიღუპა 2,753 ადამიანი.[1]

ამ ადგილას აშენდა 6 ახალი ცათამბჯენი, რომელთა შორისაა ამერიკის ყველაზე მაღალი შენობა ფრიდომ ტაუერი. ასევე მემორიალი და სატრანსპორტო კვანძი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Man's death from World Trade Center dust brings Ground Zero toll to 2,753“, June 18, 2011. წაკითხვის თარიღი: September 1, 2011.