პორტალი:ახალი ამბები/2011 სექტემბერი 13

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 13 სექტემბერი, 2011 (2011-09-13) (სამშაბათი)
  • ბირთვული საფრთხე ევროპაში – აფეთქება საფრანგეთის ატომურ სადგურში. მარკულის ბირთვული საწვავის გადამამუშავებელ ცენტრში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია. დაღუპულია ერთი ადამიანი. ჯერჯერობით ოფიციალურ წრეებში ამტკიცებენ, რომ დაზიანება სერიოზულია, მაგრამ რადიაცია არ ჟონავს. იმ შემთხვევაში, თუ რადიაცია გავრცელდა, ევროპაში კატასტროფა გარდაუვალი იქნება, რადგან სადგური სიმძლავრით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. (1 არხი)
  • გუშინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვაში მიმდინარე ევრობასკეტზე ბოლო შეხვედრა გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ტურნირის ერთ–ერთ ფავორიტს, საბერძნეთს დაუპირისპირდა და მეტოქესთან 13–ქულიანი სხვაობით 73-60 დამარცხდა. (1 არხი)