ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
|
| |||
| კავშირი | ირლანდიის რაგბის ფეხბურთის კავშირი | ||
|---|---|---|---|
| მეტსახელ(ებ)ი | სამყურები | ||
| მწვრთნელ(ებ)ი | ენდი ფარელი | ||
| კაპიტანი | ჯონათან სექსტონი | ||
| ყველაზე მეტი კეპი | ბრაიან ო’დრისკოლი (133) | ||
| ყველაზე მეტი ქულა | რონან ო’გარა (1,083) | ||
| ყველაზე მეტი ლელო | ბრაიან ო’დრისკოლი (46) | ||
|
| |||
| პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
|
(15-02-1875) | |||
| უდიდესი გამარჯვება | |||
|
(10-06-2000) | |||
| უარესი დამარცხება | |||
|
(23-06-2012) | |||
| მსოფლიო ჩემპიონატი | |||
| გამოსვლები | 9 (პირველი 1987) | ||
| საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 1987, 1991, 1995, 2003, 2011, 2015 | ||
ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — კუნძულ ირლანდიის (ირლანდიის რესპუბლიკის და ჩრდილო ირლანდიის) ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც საკმაოდ პოპულარული სპორტია ირლანდიაში. გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს ექვსი ერის ჩემპიონატზე (რომელიც მათ 10-ჯერ მოიგეს) და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ რაგბის მსოფლიო თასზე. 2019-ის მონაცემებით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიამ 9-დან 9-ჯერ ითამაშა. მისი საუკეთესო შედეგი კი 1/4 ფინალია, რომელიც 7-ჯერ დააფიქსირა.
ირლანდიის ნაკრების პირველ მატჩად მიჩნეულია 1875 წლის თამაში ინგლისის წინააღმდეგ, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებით 7-0 დასრულდა.[1]
მატჩები საქართველოს ნაკრებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირლანდიას საქართველოს წინააღმდეგ 4 მატჩი აქვს ჩატარებული[2]. პირველი მატჩი შედგა ირლანდიაში, 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და დასრულდა 70:0 მასპინძლების გამარჯვებით. 2002 წელს, იმავე სტადიონზე ირლანდიამ 64:14 იმარჯვა. ქართველთაგან ლელოები კაცაძემ და ხამაშურიძემ დადეს, ორივე გარადსხვა კი ურჯუკაშილმა შეასრულა.
მესამე და ყველაზე დაძაბული შეხვედრა გამოდგა 2007 წლის მსოფლიო თასზე, ბორდოში, რომელიც 10:14 დასრულდა ირლანდიელთა სასარგებლოდ[3]. ქართველთაგან ლელო გიორგი შკინინმა დადო[4], ჯარიმა და გარდასხვა კი მერაბ კვირიკაშილმა გაიტანა.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება კვლავ ირლანდიაში, დუბლინის ავივას სტადიონზე გაიმართა, რომელიც 49-7 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირლანდიის რაგბის კავშირი
- ირლანდიის რაგბის კავშირის სიახლეები Planet Rugby-სგან დაარქივებული 2005-05-27 საიტზე Wayback Machine.
- ირლანდიური Rugby.co.uk დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine. ირლანდიის რაგბის კავშირის სიახლეები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Irish International Teams: Results, Scorers, Dates and Venues – 1874 to June 1999. Irishrugby.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-18. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2008.
- ↑ http://stats.espnscrum.com/statsguru/rugby/stats/index.html?class=1;opposition=81;team=3;template=results;type=team;view=results
- ↑ RUGBY WORLD CUP 2007, MATCH 16. rugbyworldcup.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-22. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2020.
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=P08NSK5OtlQ