შინაარსზე გადასვლა

კასპის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
კასპის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი კასპი
კოორდინატები 41°55′28″ ჩ. გ. 44°25′08″ ა. გ. / 41.92444° ჩ. გ. 44.41889° ა. გ. / 41.92444; 44.41889
მერი ვახტანგ მაისურაძე     
ფართობი 803.2 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 43 771[1][2] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 54,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 86,5 %
აზერბაიჯანელები 8,8 %
ოსები 4,0 %
სომხები 0,2 %
რუსები 0,2 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 89,24 %
მუსლიმები 8,65 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://kaspi.gov.ge/
კასპის მუნიციპალიტეტი — საქართველო
კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტი — შიდა ქართლი
კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის კულტურის სახლი

კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი.

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს. ტერიტორია - 802 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 360 კვ. კმ. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.

მოსახლეობის რიცხოვნობა — 43 771 კაცი (2014)[1]; სიმჭიდროვე — 54,5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 71 სოფელი.

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 55 416
2002 52 443
2014 43 771
2021[5] 41 800

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 28 19                                      
  ახალი 6[]            
  ნაციონალური მოძრაობა 2 2    
  საქართველოსთვის 2    
  პატრიოტთა ალიანსი 2 1  
  ევროპული საქართველო 1
  ლეიბორისტული პარტია 1
სულ 34 30  

მუნიციპალიტეტში შემდეგი სამრეწველო საწარმოები იყო: კასპის ცემენტის ქარხანა, მეტეხის საშენ მასალათა კომბინატი, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოები, ღვინის და საკონსერვო ქარხნები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული. მუნიციპალიტეტს კვეთს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

მუნიციპალიტეტში 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 2 მუზეუმი. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ი. ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი ხოვლეში).

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არქიტექტურის და კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია: რკონის კომპლექსი, სამთავისის ტაძარი, სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი, ქვათახევის, მეტეხის, ახალქალაქის კომპლექსები და სხვა.

  1. გამოეყო ენმ-ს.[8]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
  3. Ethnic composition of Georgia 2014
  4. georgia-religion2014
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 32-34. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-16[მკვდარი ბმული]
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 40-42. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-16[მკვდარი ბმული]
  8. „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაცია წევრების უმრავლესობამ, ხოლო კასპის საკრებულოს ფრაქცია ექვსმა წევრმა დატოვა (2023-12-07). ციტირების თარიღი: 2024-06-22