კავთურა
იერსახე
| კავთურა | |
|---|---|
|
კავთურა სოფ. კავთისხევში | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | კასპის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
| სათავე |
თრიალეთის ქედი 41°45′45″ ჩ. გ. 44°21′48″ ა. გ. / 41.762556° ჩ. გ. 44.363528° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1910 მ |
| შესართავი |
მტკვარი 41°52′59″ ჩ. გ. 44°30′42″ ა. გ. / 41.883250° ჩ. გ. 44.511833° ა. გ. |
| სიგრძე | 26 კმ |
| აუზის ფართობი | 129 კმ² |
| მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 0,96 მ³/წმ |
|
| |
კავთურა — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1910 მ სიმაღლეზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან სოფელ ქვემო ხანდაკთან. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 129 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად (935 ჰა) და წისქვილებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 422.