ენსო ტროსერო
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ენსო ექტორ ტროსერო [1] | ||
დაბადების თარიღი | 23 მაისი, 1953 | ||
დაბადების ადგილი | ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1972 | სპორტივო ბელგრანო | ? | (?) |
1972–1975 | კოლონი | 101 | (3) |
1975–1986 | ინდეპენდიენტე | 308 | (55) |
1979–1981 | → ნანტი | 69 | (12) |
1986 | ტოლუკა | ? | (?) |
1986–1987 | ესტუდიანტესი | 20 | (4) |
1987–1988 | სიონი | ? | (?) |
1989 | ესტუდიანტესი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1985 | არგენტინა | 26 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1987–1989 | არგენტინა 20-წლამდე (ასისტენტი) | ||
1989–1990 | არგენტინა 16-წლამდე (ასისტენტი) | ||
1990–1992 | სიონი | ||
1992–1994 | ურაკანი | ||
1994–1995 | ესტუდიანტესი | ||
1995–1997 | კოლონი | ||
1997–1998 | სან-მარტინი | ||
1999 | ლუგანო | ||
1999–2000 | ინდეპენდიენტე | ||
2000–2001 | შვეიცარია | ||
2002 | ტალერესი | ||
2004–2007 | მუნისიპალი | ||
2007–2009 | ალ-შაბაბი | ||
2009 | გოდოი-კრუსი | ||
2009 | ალ-იტიჰადი | ||
2009 | ალ-შაბაბი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ენსო ექტორ ტროსერო (ესპ. Enzo Héctor Trossero; დ. 23 მაისი, 1953, ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4]
სათამაშო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპორტივო ბელგრანო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კარიერა 1971 წელს, საფეხბურთო კლუბ „სპორტივო ბელგრანოს“ რიგებში დაიწყო.
კოლონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972–1975 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კოლონის“ შემადგენლობაშია. „კოლონის“ მაისურით პირველად 1972 წლის 21 აპრილს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში გამოვიდა მინდორზე.[5][6][7] პირველი ბურთი 1973 წლის 29 აპრილს, მეტროპოლიტანოს მე-10 ტურის მატჩში „ფერო კარილ ოესტეს“ გაუტანა.[8][9] ბოლოჯერ მეტოქის კარი 1974 წლის 24 მარტს მეტროპოლიტანოს მე-9 ტურის შეხვედრაში აიღო. ამ დღეს ტროსეროს გუნდმა „ბოკა ხუნიორსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 4–1 დაამარცხა.[10][11] უკანასკნელად „კოლონის“ რიგებში 1975 წლის 5 მარტს, სტუმრად, „ურაკანის“ წინააღმდეგ გამართულ მეტროპოლიტანოს მე-5 ტურის მატჩში გამოვიდა.[12][13] საერთო ჯამში არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში „კოლონის“ შემადგენლობაში 101 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა.
ინდეპენდიენტე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975–1986 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 24 სექტემბერს, კორდოვის „ბელგრანოს“ წინააღმდეგ ნასიონალის ჩემპიონატის მე-2 ტურის გასვლით შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე.[14] მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დამთავრდა.[15] პირველი გოლი 1976 წლის 15 თებერვალს, მეტროპოლიტანოს პირველი ტურის გასვლით შეხვედრაში „ურაკანს“ გაუტანა.[16] მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[17] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში პირველად 1976 წლის 13 მაისს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ ითამაშა.[18] მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა.[19] „ინდეპენდიენტე“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: კიროგა, სორია, ვილავერდე, ტროსერო, პავონი, როხასი, სემენევიჩი, ბოჩინი, ბერტონი, ასტეგიანო და საგიორატო. მეტოქე გუნდის შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელებთან ერთად ფილოლი, პასარელა, ალონსო და ლუკე თამაშობდნენ.[20] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ მაისურით პირველი გოლი 1978 წლის 30 ივნისს, ეკვადორული საფეხბურთო კლუბის კიტოს „ელ ნასიონალის“ კარში გაიტანა.[კომ. 1][21] მატჩი კიტოში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[22] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში უკანასკნელად 1984 წლის 27 ივლისს, საკუთარ მოედანზე, „გრემიოს“ წინააღმდეგ გამართულ ტურნირის განმეორებით ფინალურ მატჩში გამოვიდა.[23][24]
ნანტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ინდეპენდიენტედან“ იჯარით საფრანგეთში გადაინაცვლა და საფრანგეთის პირველი დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ნანტის“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1981 წლების განმავლობაში საფრანგეთის პირველი დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 69 მატჩში 12 გოლი გაიტანა.[25][26]
„ნანტმა“, როგორც 1979 წლის საფრანგეთის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება ტროსეროს საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1979–80 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „კლიფტონვილის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, ენსო ტროსერო, მაქსიმ ბოსი, პატრის რიო, ოსკარ მიულერი, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ჟილ რამპიონი, ვიქტორ ტროსერო, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს ბელფასტში, „სოლიტუდის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[27] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ თასების თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 19.09.1979 | „კლიფტონვილი“ | 0–1 | „ნანტი“ | [28] | |||
2 | 03.10.1979 | „ნანტი“ | 7–0 | „კლიფტონვილი“ | [29] | |||
3 | 24.10.1979 | „ნანტი“ | 3–2 | „სტიაუა“ | [30] | |||
4 | 05.03.1980 | „დინამო“ მოსკოვი | 0–2 | „ნანტი“ | [31] | |||
5 | 19.03.1980 | „ნანტი“ | 2–3 | „დინამო“ მოსკოვი | [32] | |||
6 | 09.04.1980 | „ნანტი“ | 2–1 | „ვალენსია“ | [33] | |||
7 | 23.04.1980 | „ვალენსია“ | 4–0 | „ნანტი“ | [34] |
არგენტინელი მცველისთვის წარმატებული გამოდგა ნანტელთა რიგებში გატარებული პირველივე 1979–80 წლების სეზონი, როდესაც გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 26 მოიგო, 7 დათმო, 5 ფრედ დაამთავრა, 57 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და ორწლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასზე გამოსვლის უფლება კვლავ მოიპოვა.[35]
პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1980–81 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველი წრის განმეორებით შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „ლინფილდის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ფაბრის პულანი, ჟილ რამპიონი, ჟოზე ტურე, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1980 წლის 1 ოქტომბერს ნანტში, „ბოჟუარის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[36] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ ჩემპიონთა თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 01.10.1980 | „ნანტი“ | 2–0 | „ლინფილდი“ | [37] | |||
2 | 22.10.1980 | „ნანტი“ | 1–2 | „ინტერი“ მილანი | [38][39] | |||
3 | 05.11.1980 | „ინტერი“ მილანი | 1–1 | „ნანტი“ | [40][41] |
1980–81 წლების სეზონზე გუნდთან ერთად საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი ხდება. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კვლავ 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 22 მოიგო, 5 დათმო, 11 ფრედ დაამთავრა, 55 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და სულ ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონატის გამარჯვებულ „სენტ-ეტიენს“, ამასთან უეფა-ს თასზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა, სადაც კლუბმა ბოლოს 1978–79 წლების გათამაშებაზე იასპარეზა.
ტოლუკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტუდიანტესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979–1985 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 26 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1979 წლის 22 მაისს, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ფიფა-ს საიუბილეო თარიღისადმი[კომ. 2] მიძღვნილ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბერნის სტადიონ „ვანკდორფზე“ გაიმართა, რომლის ძირითად და დამატებითი დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ხოლო პენალტების სერიაში, სადაც პირველი გოლი სწორედ ენსო ტროსერომ გაიტანა,[კომ. 3] არგენტინელებმა ანგარიშით 8–7 გაიმარჯვეს.[42][43] მომდევნო შეხვედრა იმავე წლის 29 მაისს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ არაოფიციალურ საქველმოქმედო შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ფილოლი, ოლგინი, ტარანტინი, ენსო ტროსერო, ხუან ბარბასი, ოვიედო, ვალენსია, ჰაუსმანი, ნორბერტო ოუტესი, უგო პეროტი, ოსვალდო რინალდი და უგო ვილიავერდე. მატჩი დუბლინში, „ლენსდაუნ როუდზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.[44][45] ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1985 წლის 17 ნოემბერს, მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი პუებლაში გაიმართა და მისი სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, ფრედ — ამჯერად, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[46]
სანაკრებო მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 22.05.1979 | არგენტინა | 0–0 | ნიდერლანდები | [47] | |||
2 | 29.05.1979 | ირლანდია | 0–0 | არგენტინა | [48] | |||
3 | 02.06.1979 | შოტლანდია | 1–3 | არგენტინა | [49] | |||
4 | 09.03.1982 | არგენტინა | 0–0 | ჩეხოსლოვაკია | [50] | |||
5 | 12.05.1983 | ჩილე | 2–2 | არგენტინა | [51][52] | |||
6 | 23.06.1983 | არგენტინა | 1–0 | ჩილე | [53] | |||
7 | 14.07.1983 | პარაგვაი | 1–0 | არგენტინა | ბოგადოს თასი
|
(2)
|
[54][55] | |
8 | 24.08.1983 | არგენტინა | 1–0 | ბრაზილია | [56] | |||
9 | 07.09.1983 | არგენტინა | 2–2 | ეკვადორი | [57] | |||
10 | 14.09.1983 | ბრაზილია | 0–0 | არგენტინა | [58] | |||
11 | 17.06.1984 | ბრაზილია | 0–0 | არგენტინა | [59] | |||
12 | 18.07.1984 | ურუგვაი | 1–0 | არგენტინა | (3)
|
[60][61] | ||
13 | 02.08.1984 | არგენტინა | 0–0 | ურუგვაი | (4)
|
[62][63] | ||
14 | 24.08.1984 | კოლუმბია | 1–0 | არგენტინა | [64] | |||
15 | 05.09.1984 | ბელგია | 0–2 | არგენტინა | [65] | |||
16 | 12.09.1984 | გფრ | 1–3 | არგენტინა | [66] | |||
17 | 18.09.1984 | მექსიკა | 1–1 | არგენტინა | [67] | |||
18 | 25.10.1984 | არგენტინა | 1–1 | მექსიკა | [68] | |||
19 | 05.05.1985 | ბრაზილია | 2–1 | არგენტინა | [69] | |||
20 | 26.05.1985 | ვენესუელა | 2–3 | არგენტინა | [70][71] | |||
21 | 02.06.1985 | კოლუმბია | 1–3 | არგენტინა | [72][73] | |||
22 | 09.06.1985 | არგენტინა | 3–0 | ვენესუელა | [74][75] | |||
23 | 16.06.1985 | არგენტინა | 1–0 | კოლუმბია | [76][77] | |||
24 | 23.06.1985 | პერუ | 1–0 | არგენტინა | [78][79] | |||
25 | 30.06.1985 | არგენტინა | 2–2 | პერუ | [80][81] | |||
26 | 17.11.1985 | მექსიკა | 1–1 | არგენტინა | [82] |
სამწვრთნელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 1987–1989 წლებში არგენტინის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 1989–1990 წლებში არგენტინის 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | დივიზიონი | სეზონი | ლიგა | თასი (1) | საერთ (2) | ჯამში (3) | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||||||||
კოლონი არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1972 | 29 | 0 | - | - | - | - | 29 | 0 | ||||||
1973 | 35 | 2 | - | - | - | - | 35 | 2 | |||||||
1974 | 33 | 1 | - | - | - | - | 33 | 1 | |||||||
1975 | 5 | 0 | - | - | - | - | 5 | 0 | |||||||
სულ | 102 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 102 | 3 | |||||||
ინდეპენდიენტე არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1975 | 14 | 0 | - | - | - | - | 14 | 0 | ||||||
1976 | 41 | 3 | - | - | 7 | 0 | 48 | 3 | |||||||
1977 | 59 | 14 | - | - | - | - | 59 | 14 | |||||||
1978 | 33 | 9 | - | - | 7 | 1 | 40 | 10 | |||||||
1979 | 15 | 3 | - | - | 10 | 0 | 25 | 3 | |||||||
1981 | 26 | 10 | - | - | - | - | 26 | 10 | |||||||
1982 | 34 | 11 | - | - | - | - | 34 | 11 | |||||||
1983 | 46 | 3 | - | - | - | - | 46 | 3 | |||||||
1984 | 30 | 2 | - | - | 13 | 0 | 43 | 2 | |||||||
1985 | 9 | 0 | - | - | - | - | 9 | 0 | |||||||
1985-86 | 1 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | |||||||
სულ | 308 | 55 | 0 | 0 | 37 | 1 | 345 | 56 | |||||||
ნანტი საფრანგეთი | |||||||||||||||
1.ª | 1979-80 | 35 | 6 | 3 | 0 | 7 | 0 | 45 | 6 | ||||||
1980-81 | 34 | 6 | 5 | 1 | 3 | 1 | 42 | 8 | |||||||
სულ | 69 | 12 | 8 | 1 | 10 | 1 | 87 | 14 | |||||||
ტოლუკა მექსიკა | |||||||||||||||
1.ª | 1985-86 | 1 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | ||||||
სულ | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | |||||||
ესტუდიანტესი არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1986-87 | 20 | 4 | - | - | - | - | 20 | 4 | ||||||
სულ | 20 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 20 | 4 | |||||||
სულ ჯამში | 500 | 74 | 49 | 2 | |||||||||||
(1) საფრანგეთის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასის (1976, 1978, 1979, 1984); კოპა ინტერამერიკანას (1976); უეფა-ს თასის (1978-79); ევროპის თასების მფლობელთა თასის (1979-80); ევროპის ჩემპიონთა თასის (1980-81); საკონტინენტთაშორისო თასის (1984).
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.
|
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | შესარჩევი | კოპა ამერიკა | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა |
1979 | 3 | 0 | - | - | - | - | - | - | 3 | 0 |
1982 | 1 | 0 | - | - | - | - | - | - | 1 | 0 | |
1983 | 0 | 0 | - | - | 3 | 0 | 3 | 0 | 6 | 0 | |
1984 | 8 | 0 | - | - | - | - | - | - | 8 | 0 | |
1985 | 2 | 0 | 6 | 0 | - | - | - | - | 8 | 0 | |
სულ ჯამში | 14 | 0 | 6 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 26 | 0 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინდეპენდიენტე
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 1977, 1978, 1983
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი ვიცე-ჩემპიონი: 1982, 1983
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
- კოპა ინტერამერიკანა: 1975
- ლიბერტადორესის თასი: 1984
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1984
- ნანტი
- საფრანგეთის ჩემპიონატი: 1980
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიონი
- შვეიცარიის სუპერლიგა: 1991–92
- შვეიცარიის სუპერლიგა ვიცე-ჩემპიონი: 1990–91
- შვეიცარიის თასი: 1991 [90][91][92]
- მუნისიპალი
- გვატემალის ეროვნული ლიგა: 2004, 2005, 2006
- გვატემალის თასი: 2004
- ალ-შაბაბი
- საუდის არაბეთის ჩემპიონთა სამეფო თასი: 2009
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოციალური ქსელები |
---|
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFA · BeSoccer · Eurosport · FBref.com · FootballDatabase.eu · Footballfacts · Football World Rankings · Global Sports Archive · National Football Teams.com · Pari-et-gagne.com · Pes Miti del Calcio · PlaymakerStats.com · Soccerway · Solofutbol.cl · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · WorldFootball.net |
მედია |
---|
BBC · El Gráfico |
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ელ ნასიონალი“ (ესპ. Club Deportivo El Nacional) — ეკვადორული საფეხბურთო კლუბი ქალაქ კიტოდან.
- ↑ ეს იყო ფიფა-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული საფეხბურთო შეხვედრა.
- ↑ შენიშვნა: სატელევიზიო ჩანაწერში ენსო ტროსეროს ნაცვლად შეცდომით მითითებულია ოვიედოს გვარი (18 Oviedo). Note: On Televsion scrolls, the substitute Trossero was mistakingly referred as Miguel Oviedo.
- ↑ აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში ფელიქს ბოგადოს თასის (ესპ. Copa Félix Bogado) ნაცვლად შეცდომით მითითებულია — Competition: Rosa Chevallier (ესპ. Copa Rosa Chevallier Boutell — La Copa Rosa Chevallier Boutell fue un certamen amistoso de fútbol disputado por las selecciones nacionales de Argentina y Paraguay, entre 1923 y 1971), ხოლო თარიღის გრაფაში 14 ივლისის ნაცვლად 15 ივლისი.
- ↑ აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში შეცდომით მითითებულია — ნიუტონის თასი (Competition: Copa Newton). სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ ნაკრებთა მორიგი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი (International Friendly). ნიუტონის თასზე ბოლო შეხვედრა არგენტინისა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის შედგა 1976 წლის 9 ივნისს, მონტევიდეოს „სენტენარიოზე“ და არგენტინელთა გამარჯვებით 3–0 დამთავრდა. ბურთები ლუკემ (2'), კემპესმა (11') და ჰაუსმანმა (28') გაიტანეს.
- ↑ აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში შეცდომით მითითებულია — ლიპტონის თასი (Competition: Copa Lipton). სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ ნაკრებთა მორიგი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი (International Friendly). ლიპტონის თასზე 1976–1992 წლებს შორის არცერთი შეხვედრა არ შემდგარა.
- ↑ Team of Argentina that played Chile in Santiago, the first match coached by Carlos Bilardo. Fltr (standing): Carlos Arregui, Julio Olarticoechea, Oscar Ruggeri, Claudio Marangoni, Enzo Trossero, Ubaldo Fillol; (down): Gabriel Calderón, Ricardo Giusti, Ricardo Gareca, Norberto Alonso, Jorge Burruchaga. The match score was 2–2 (Alonso, 2). 12 May 1983.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Enzo Trossero — Argentina NFT Defender. Panini.
- ↑ არგენტინის შემადგენლობა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1982).
- ↑ Enzo Trossero in the World Cups.
- ↑ Enzo Héctor Trossero · Debut en Colon (Santa Fe): 21-4-1972.
- ↑ La previa de River Plate vs. Colón.
- ↑ Argentina - First Level 1972 · Campeonato Metropolitano.
- ↑ Enzo Héctor Trossero · Primer Gol:29-4-1973 (M).
- ↑ 10th Round. Colón (SF) 2-0 Ferro Carril Oeste.
- ↑ Enzo Héctor Trossero · Ultimo Gol:24-3-1974 (M).
- ↑ Round 9. Colón 4–1 Boca Juniors.
- ↑ Enzo Héctor Trossero · Ultimo Partido:5-3-1975 (M).
- ↑ Round 5. Huracán (Buenos Aires) 1–0 Colón.
- ↑ Debut en Independiente:24-9-1975 (N).
- ↑ Round 2. Belgrano (Córdoba) 0–2 Independiente (Avellaneda).
- ↑ Primer Gol:15-2-1976 (M) (1°F) Huracan:2 vs Independiente:1.
- ↑ Round 1. Huracán (Buenos Aires) 2–1 Independiente (Avellaneda).
- ↑ Debut en Copa Libertadores:13-5-1976 River Plate:0 vs Independiente:0.
- ↑ Copa Libertadores de América 1976 · River Plate 0–0 Independiente.
- ↑ 1976 Copa Libertadores · River 0–0 Independiente.
- ↑ Primer Gol:30-6-1978 El Nacional (Ecuador):1 vs Independiente:2 (1 gol).
- ↑ Copa Libertadores de América 1978 · El Nacional 1–2 Independiente.
- ↑ Ultimo Partido:27-7-1984 (Final) Independiente:0 vs Gremio:0.
- ↑ Copa Libertadores de América 1984 · Grêmio 0–1 Independiente.
- ↑ Enzo Trossero. pari-et-gagne.com.
- ↑ Enzo Trossero. FC Nantes.
- ↑ Cliftonville 0–1 FC Nantes / 19.09.1979. sharkscores.com
- ↑ Cliftonville FC 0–1 FC Nantes / 19.09.1979. Transfermarkt
- ↑ FC Nantes 7–0 Cliftonville FC / 03.10.1979. Transfermarkt
- ↑ FC Nantes 3–2 Steaua Bukarest / 24.10.1979. Transfermarkt
- ↑ Dynamo Moskau 0–2 FC Nantes / 05.03.1980. Transfermarkt
- ↑ FC Nantes 2–3 Dynamo Moskau / 19.03.1980. Transfermarkt
- ↑ FC Nantes 2–1 FC Valencia / 09.04.1980. Transfermarkt
- ↑ FC Valencia 4–0 FC Nantes / 23.04.1980. Transfermarkt
- ↑ Enzo Trossero · Champion (1): 1979/80 (FC Nantes).
- ↑ FC Nantes 2–0 Linfield, 1 Oct 1980. UEFA.com.
- ↑ FC Nantes 2–0 Linfield, 01.10.1980.
- ↑ FC Nantes 1–2 FC Internazionale, 22.10.1980.
- ↑ Nantes 1–2 Internazionale, 22 Oct 1980.
- ↑ FC Internazionale 1–1 FC Nantes, 05.11.1980.
- ↑ Internazionale 1–1 Nantes, 5 Nov 1980.
- ↑ Argentina 0-0 (pen. 8-7) Netherlands, 22 May 1979.
- ↑ 22/05/1979 Argentina v Netherlands.
- ↑ 29.05.1979. Dublin. Ireland 0–0 Argentina.
- ↑ Republic of Ireland vs Argentina. 29-May-79.
- ↑ 1985 (November 17) Mexico 1-Argentina 1 (Friendly).
- ↑ Argentina 0–0 Netherlands, 22 May 1979.
- ↑ Republic of Ireland 0–0 Argentina, 29 May 1979.
- ↑ Scotland 1–3 Argentina, 02 June 1979.
- ↑ Argentina 0–0 Czechoslovakia, 09 March 1982.
- ↑ Chile 2–2 Argentina, 12 May 1983.
- ↑ Amistoso Internacional - Chile vs. Argentina, 12 de Mayo de 1983.
- ↑ Argentina 1–0 Chile, 23 June 1983.
- ↑ Paraguay » Fixtures & Results 1983.
- ↑ Bogado Cup 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
- ↑ Argentina 1–0 Brazil, 24 August 1983.
- ↑ Argentina 2–2 Ecuador, 07 September 1983.
- ↑ Brazil 0–0 Argentina, 14 September 1983.
- ↑ Brazil 0–0 Argentina, 17 June 1984.
- ↑ Uruguay 1–0 Argentina, 18 July 1984.
- ↑ 1984 (July 18) Uruguay 1-Argentina 0 (Friendly).
- ↑ Argentina 0–0 Uruguay, 02 August 1984.
- ↑ 1984 (August 2) Argentina 0-Uruguay 0 (Friendly).
- ↑ Colombia 1–0 Argentina, 24 August 1984.
- ↑ Belgium 0–2 Argentina, 05 September 1984.
- ↑ West Germany 1–3 Argentina, 12 September 1984.
- ↑ Mexico 1–1 Argentina, 18 September 1984.
- ↑ Argentina 1–1 Mexico, 25 October 1984.
- ↑ Brazil v Argentina, 05 May 1985.
- ↑ Venezuela 2–3 Argentina, 26 May 1985.
- ↑ Venezuela 2–3 Argentina, 26.05.1985.
- ↑ Colombia 1–3 Argentina, 02 June 1985.
- ↑ Colombia 1–3 Argentina, 02.06.1985.
- ↑ Argentina 3–0 Venezuela, 09 June 1985.
- ↑ Argentina 3–0 Venezuela, 09.06.1985.
- ↑ Argentina 1–0 Colombia, 16 June 1985.
- ↑ Argentina 1–0 Colombia, 16.06.1985.
- ↑ Peru 1–0 Argentina, 23 June 1985.
- ↑ Peru 1–0 Argentina, 23.06.1985.
- ↑ Argentina 2–2 Peru, 30 June 1985.
- ↑ Argentina 2–2 Peru, 30.06.1985.
- ↑ Mexico 1–1 Argentina, 17 November 1985.
- ↑ Copa Félix Bogado 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
- ↑ World Football Elo Ratings: Paraguay.
- ↑ Paraguay v Argentina, 15 July 1983.
- ↑ 1983 (July 14) Paraguay 1-Argentina 0 (Friendly).mpg.
- ↑ Copa Newton - Match Details · Uruguay 0–3 Argentina.
- ↑ Pierrend, José Luis. Copa Newton.
- ↑ Pierrend, José Luis. Copa Lipton.
- ↑ Stokkermans, Karel. Switzerland Cup Finals.
- ↑ Coupe de Suisse: Orlando et Rey, les héros du rêve de 1991.
- ↑ Finale Coupe Suisse 1991: BSC Young Boys - FC Sion 2:3.
- დაბადებული 23 მაისი
- დაბადებული 1953
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- კოლონის ფეხბურთელები
- ესტუდიანტესის ფეხბურთელები
- ინდეპენდიენტეს ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- ნანტის ფეხბურთელები
- მექსიკის ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ესტუდიანტესის მწვრთნელები
- 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1983 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- არგენტინელი ფეხბურთის მწვრთნელები