შინაარსზე გადასვლა

კოპა ინტერამერიკანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოპა ინტერამერიკანა
დაარსდა 1968
გაუქმდა 1998
რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკა
ცენტრალური ამერიკა
კარიბები
სამხრეთ ამერიკა
გუნდების რაოდენობა 2
ყველაზე ტიტულ. გუნდი არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე
მოქმედი გამარჯვებული აშშ-ის დროშა დი სი იუნაიტედი

კოპა ინტერამერიკანა (ესპ. Copa Interamericana, პორტ. Taça Interamericana, ინგლ. Interamerican Cup) — კონკაკაფის და კონმებოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც იმართებოდა 1969–1998 წლებში. ტურნირის ფორმატი ითვალისწინებდა ლიბერტადორესის თასისა და კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მფლობელ გუნდებს შორის ორ შეხვედრას — სტუმრად და შინ. ტურნირმა არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ რაც 1998 წლიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებმა (უმთავრესად მექსიკურმა) მონაწილეობის მიღება დაიწყეს კონმებოლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე. კოპა ინტერამერიკანას შექმნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ კონმებოლის და უეფას მხრიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებს უარი ეთქვათ საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე. რამდენადაც, აღნიშნული ტურნირის სახელწოდების ქართული თარგმანი — „ამერიკათაშორისო თასი“ — საკონტინენტთაშორისო თასის მსგავსად არ არის დამკვიდრებული ქართულენოვან საფეხბურთო ლიტერატურასა თუ პერიოდიკაში, ამდენად, მას ორიგინალური დასახელებით მოიხსენიებენ.

სულ გაიმართა ამ თასის 18 გათამაშება. კოპა ინტერამერიკანას პირველი (1969) გათამაშების გამარჯვებული გახდა ლა-პლატას „ესტუდიანტესი“, რომელმაც სამი მატჩის ჯამში დაამარცხა ტოლუკას „დეპორტივო ტოლუკა“[1][2][3]

კოპა ინტერამერიკანას პირველი მფლობელი – „ესტუდიანტესი“.
კარლოს ბილარდო და მისი თანაგუნდელები ინტერამერიკანას თასით ხელში. 21 თებერვალი, 1969
გამარჯვებული დ.დ. შემდგომ პენალტების სერიაში გამოვლინდა *
პლეი-ოფის მატჩები
წ. ქვეყანა გამარჯვებული შ. ფინალისტი ქვეყანა I მ. II მ. პ.
1969 არგენტინის დროშა არგენტინა ესტუდიანტესი 3–3 ტოლუკამექსიკის დროშა მექსიკა2–11–23–0
1972 ურუგვაის დროშა ურუგვაი ნასიონალი 3–2 კრუს ასულიმექსიკის დროშა მექსიკა1–12–1
1973 არგენტინის დროშა არგენტინა ინდეპენდიენტე 4–1 ოლიმპიაჰონდურასის დროშა ჰონდურასი2–12–0
1974 არგენტინის დროშა არგენტინა ინდეპენდიენტე 1–1 მუნისიპალიგვატემალის დროშა გვატემალა0–11–0
1976 არგენტინის დროშა არგენტინა ინდეპენდიენტე 2–2 ესპანიოლიმექსიკის დროშა მექსიკა2–20–0
1978 მექსიკის დროშა მექსიკა ამერიკა 1–3 ბოკა ხუნიორსიარგენტინის დროშა არგენტინა0–31–02–1
1980 პარაგვაის დროშა პარაგვაი ოლიმპია 8–3 დეპორტივო ფასისალვადორის დროშა სალვადორი3–35–0
1981 მექსიკის დროშა მექსიკა უნამი 4–4 ნასიონალიურუგვაის დროშა ურუგვაი3–11–32–1
1986 არგენტინის დროშა არგენტინა არხენტინოს ჯუნიორსი 1–0 დიფენს ფორსიტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტ. და ტობაგო 1–0
1987 არგენტინის დროშა არგენტინა რივერ პლეიტი 3–0 ალახუელენსეკოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა0–03–0
1989 ურუგვაის დროშა ურუგვაი ნასიონალი 5–1 ოლიმპიაჰონდურასის დროშა ჰონდურასი1–14–0
1990 კოლომბიის დროშა კოლუმბია ატლეტიკო ნასიონალი 6–1 უნამიმექსიკის დროშა მექსიკა2–04–1
1991 მექსიკის დროშა მექსიკა ამერიკა 3–2 ოლიმპიაპარაგვაის დროშა პარაგვაი1–12–1
1992 ჩილეს დროშა ჩილე კოლო-კოლო 7–2 პუებლამექსიკის დროშა მექსიკა4–13–1
1994 ჩილეს დროშა ჩილე უნივერსიდად კათოლიკა 6–4 საპრისაკოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა1–35–1
1996 არგენტინის დროშა არგენტინა ველეს სარსფილდი 2–0 კარტახინესიკოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა0–02–0
1997 კოლომბიის დროშა კოლუმბია ატლეტიკო ნასიონალი 3–2 საპრისაკოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 3–2
1998 აშშ-ის დროშა აშშ დი სი იუნაიტედი 2–1 ვასკო და გამაბრაზილიის დროშა ბრაზილია0–12–0
გუნდი გ. ფ. წელი გ. წელი ფ.
არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე301973, 1974, 1976
ურუგვაის დროშა ნასიონალი211972, 19891981
მექსიკის დროშა ამერიკა201978, 1991
კოლომბიის დროშა ატლეტიკო ნასიონალი201990, 1997
პარაგვაის დროშა ოლიმპია1119801991
მექსიკის დროშა უნამი1119811990
არგენტინის დროშა ესტუდიანტესი101969
არგენტინის დროშა არხენტინოს ჯუნიორსი101986
არგენტინის დროშა რივერ პლეიტი101987
ჩილეს დროშა კოლო-კოლო101992
ჩილეს დროშა უნივერსიდად კათოლიკა101994
არგენტინის დროშა ველეს სარსფილდი101996
აშშ-ის დროშა დი სი იუნაიტედი101998
ჰონდურასის დროშა ოლიმპია021973, 1989
კოსტა-რიკას დროშა საპრისა021994, 1997
გვატემალის დროშა მუნისიპალი011974
მექსიკის დროშა ესპანიოლი011976
არგენტინის დროშა ბოკა ხუნიორსი011978
სალვადორის დროშა დეპორტივო ფასი011980
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა დიფენს ფორსი011986
კოსტა-რიკას დროშა ალახუელენსე011987
მექსიკის დროშა პუებლა011992
კოსტა-რიკას დროშა კარტახინესი011996
ბრაზილიის დროშა ვასკო და გამა011998

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.