შინაარსზე გადასვლა

ბრაზილია (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბრაზილია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბრაზილია (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ბრაზილია
Brasília
დროშა გერბი


Venturis ventis
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
დაქვემდებარება დედაქალაქი
შტატი ფედერალური ოლქი (ბრაზილია)
კოორდინატები 15°48′00″ ს. გ. 47°54′00″ დ. გ. / 15.80000° ს. გ. 47.90000° დ. გ. / -15.80000; -47.90000
დაარსდა 21 აპრილი, 1960
ფართობი 5,802 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,172
მოსახლეობა 2,455,903 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 435.98 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3, ზაფხულში UTC-2
სატელეფონო კოდი 061
საფოსტო ინდექსი 70000-000
ოფიციალური საიტი brasilia.df.gov.br
ბრაზილია (ქალაქი) — ბრაზილია
ბრაზილია (ქალაქი)
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 445
ინგლ.რუს.ფრ.

ბრაზილია (პორტ. Brasília) — ბრაზილიის ფედერალური დედაქალაქი და ფედერალური ოლქის მთავრობის ადგილი. ქალაქი მდებარეობს ბრაზილიის მაღალმთიანეთში, ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ რეგიონში. იგი დაარსდა 1960 წლის 21 აპრილს, ახალი ეროვნული კაპიტალის მოსაწყობად. ქალაქი ბრაზილია ქვეყნის მესამე ყველაზე დასახლებული ქალაქია. ლათინური ამერიკის დიდ ქალაქებს შორის მას ერთ სულ მოსახლეობაზე ყველაზე მეტი მშპ აქვს.[1]

1956 წელს ბრაზილია დაგეგმილი და შემუშავებული იქნა ლუსიო კოსტას, ოსკარ ნიმეიერის და ხოაკიმ კარდოზოს მიერ. გეგმის მიხედვით, დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროდან უფრო ცენტრალურ ადგილზე უნდა გადაეტანათ. ლანდშაფტის არქიტექტორი იყო რობერტუ ბურლე მარქსი[2][3] ქალაქის დიზაინის მიხედვით, იგი დაიყო ნუმერაციულ ბლოკებად და განსაზღვრული საქმიანობის სფეროებად, მაგალითად, სასტუმროს სექტორი, საბანკო სექტორი და საელჩოს სექტორი. ბრაზილია აირჩიეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, მოდერნისტული არქიტექტურისა და უნიკალური მხატვრული ურბანული დაგეგმარების გამო.[4] იგი UNESCO-ს მიერ 2017 წლის ოქტომბერში დასახელდა „დიზაინის ქალაქად“ და მას შემდეგ უკვე კრეატიული ქალაქების ქსელის ნაწილია.[5] ბრაზილიის ფედერალური მთავრობის სამივე შტო ქალაქის ცენტრშია: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. ბრაზილია ასევე მასპინძლობს 124 უცხო ქვეყნის საელჩოს.[6] ქალაქის საერთაშორისო აეროპორტი მას აკავშირებს ბრაზილიის ყველა სხვა დიდ ქალაქთან და ზოგიერთ საერთაშორისო მიმართულებასთან. ეს არის ბრაზილიის მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტი. ბრაზილია იყო 2014 წლის FIFA მსოფლიო თასის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი ქალაქი და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის განმავლობაში რამდენიმე საფეხბურთო მატჩი გაიმართა; ასევე უმასპინძლა 2013 წლის FIFA კონფედერაციების თასს.

ქალაქს უნიკალური სტატუსი აქვს ბრაზილიაში, რადგან ის ადმინისტრაციული განყოფილებაა, ვიდრე იურიდიული მუნიციპალიტეტი, როგორც ბრაზილიის სხვა ქალაქები. თუმცა, ბრაზილია გამოიყენება როგორც ფედერალური ოლქის სინონიმი. ფედერალური ოლქი შედგება 31 ადმინისტრაციული რეგიონისგან, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი არის თავდაპირველად დაგეგმილი ქალაქი, რომელსაც ეწოდება პლანო პილოტო. (არქიტექტურული დაპროექტებით ქალაქის გეგმას თვითმფრინავის ფორმა აქვს). ფედერალური ოლქის დანარჩენ ნაწილს IBGE (ბრაზილიის გეოგრაფიის და სტატისტიკის ინსტიტუტი) მეტროპოლიტენური არეალის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.

ბრაზილიის საძირკვლის ქვა, მონუმენტი ეძღვნება ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნის დღეს და აღიმართა 1922 წელს

ბრაზილიის პირველი დედაქალაქი იყო სალვადორი; მოგვიანებით 1763 წელს რიო-დე-ჟანეირო გახდა ბრაზილიის დედაქალაქი 1960 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, რესურსები ძირითადად ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში იყო ორიენტირებული და ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კონცენტრირებული იყო ატლანტიკური სანაპიროების მახლობლად.[7] ბრაზილიის, გეოგრაფიულად ცენტრალური მდებარეობა, ხელს უწყობდა რეგიონალურად ნეიტრალური ფედერალური დედაქალაქის განვითარებას. ქვეყნის პირველი რესპუბლიკური კონსტიტუციის შესახებ სტატიაში, რომელიც 1891 წლით თარიღდება, ნათქვამია, რომ დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროდან უნდა გადავიდეს ქვეყნის ცენტრთან ახლოს.

გეგმა შემუშავდა 1827 წელს ხოსე ბონიფაციოს, იმპერატორ პედრუ I-ის მრჩეველის მიერ. მან ბრაზილიის გენერალურ ასამბლეას წარუდგინა ახალი ქალაქის გეგმა, სახელწოდებით ბრაზილია, რომლის იდეაც იყო დედაქალაქის დასავლეთით გადაადგილება, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ დერეფნიდან. კანონპროექტი არ ამოქმედებულა, რადგან პედრუ I-მა დაშალა ასამბლეა.

ლეგენდის თანახმად, იტალიელ წმინდანს დონ ბოსკოს 1883 წელს ჰქონდა ოცნება, რომელშიც მან აღწერა ფუტურისტული ქალაქი, რომელიც უხეშად მოერგო ბრაზილიის ადგილს.[8] დღეს ბრაზილიაში, მრავალი ცნობა გვხვდება ბოსკოს შესახებ, რომელმაც დააარსა სალეზიანური ორდენი, ქალაქში ერთი ეკლესიის სამრევლო მის სახელს ატარებს.

პლანო პილოტო

ჟუსელინუ კუბიჩეკი აირჩიეს ბრაზილიის პრეზიდენტად 1955 წელს. 1956 წლის იანვარში, თანამდებობის დაკავებისთანავე, მან შეასრულა თავისი დაპირება, წამოიწყო ახალი დედაქალაქის დაგეგმვა და მშენებლობა. მომდევნო წელს საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია ლუციო კოსტას გეგმა, რომელიც უხელმძღვანელებდა ბრაზილიის ახალი დედაქალაქის, ქალაქ ბრაზილიის მშენებლობას. კოსტა იყო ცნობილი მოდერნისტი არქიტექტორის ლე კორბუზიეს მოსწავლე, და ზოგიერთი, მოდერნისტული არქიტექტურის თვისება გვხვდება მის გეგმაში. კოსტას გეგმა არ იყო ისეთი დეტალური, როგორც ზოგიერთი არქიტექტორისა და ქალაქის დამგეგმავის მიერ წარმოდგენილი გეგმა. იგი არ შეიცავს მიწის გამოყენების გრაფიკს, მოდელებს, მოსახლეობის სქემებს ან მექანიკურ ნახატებს; თუმცა, იგი აირჩია ექვსი ჟიურის წევრიდან ხუთმა, რადგან მას გააჩნდა დედაქალაქის გასაზრდელად საჭირო თვისებები.[9] მიუხედავად იმისა, რომ საწყისი გეგმა დროთა განმავლობაში გადაკეთდა, იგი მშენებლობის დიდ ნაწილზე იყო ორიენტირებული და მისი თვისებების უმეტესობა შენარჩუნდა.

ბრაზილიის ახხალ დედაქალაქდ მიღებამ და ფართო მასშტაბის რეგიონის განვითარებისთვის მისმა დანიშნულებამ შთააგონა კოსტა გეგმის სიმბოლური დატვირთვისთვის. მან გამოიყენება ჯვარისებური ღერძული დიზაინი, ხშირად ადარებენ ნემსიყლაპიას, თვითმფრინავს ან ჩიტს.[10] კოსტას გეგმაში შედიოდა ორი ძირითადი კომპონენტი, მონუმენტური ღერძი (აღმოსავლეთიდან დასავლეთით) და საცხოვრებელი ღერძი (ჩრდილოეთიდან სამხრეთით).

მონუმენტური ღერძი დაეთმო პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას და ხასიათდება თავისი შენობების სტილითა და სიმარტივით, უზარმაზარი მასშტაბებითა და ფართო მოედნებით და სიმაღლეებით, რაც წარმოშობს მონუმენტურობის იდეას. ეს ღერძი მოიცავს სხვადასხვა სამინისტროს, ეროვნულ კონგრესს, პრეზიდენტის სასახლეს, უზენაესი სასამართლოს შენობას, ტელევიზიისა და რადიოს კოშკს.

საცხოვრებელი ღერძი გამიზნულად ითვალისწინებდა პირადი ხასიათის მქონე ტერიტორიებს და ითვლება გეგმის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად; იგი განკუთვნილი იყო საცხოვრებლისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციებისათვის, როგორიცაა ადგილობრივი კომერცია, სკოლა, რეკრეაციული ზონები და ეკლესიები, მოიცავს 96 კორპუსს, რომელიც შემოიფარგლება ექვსსართულიანი ნაგებობებით და 12 დამატებითი კორპუსით, რომლებიც შემოიფარგლებოდა სამსართულიანი შენობით;[11] კოსტას კორპუსების განზრახვა იყო ჰქონოდა მცირე ზომის თვითკმარი სამეზობლოები და ერთიანი კორპუსები ორი ან სამი სხვადასხვა კატეგორიის ბინებით, სადაც იგი ითვალისწინებდა ერთნაირი საცხოვრებელი ფართის გაზიარებას ზედა და საშუალო კლასებისთვის. მაგრამ ამ დროს მან არ გაითვალისწინა ქალაქში მზარდი მოსახლეობის არსებობა. მოგვიანებით მის გეგმაში შესაძლებლობების ზღვარმა განაპირობა ბრაზილიის მიმდებარე მრავალი ფაველას, ღარიბი, უფრო მჭიდროდ დასახლებული სატელიტური ქალაქების შექმნა, რომლებშიც ქვეყნის სხვა ადგილიდან მიგრირებული ხალხი ცხოვრობდა. [1] დაარქივებული 2019-01-09 საიტზე Wayback Machine.

ბრაზილია ISS- დან

ქალაქი მდებარეობს ბრაზილიის მაღალმთიანეთში, ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ რეგიონში.

პარანოას ტბა, დიდი ხელოვნური ტბა, აიგო წყლის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და რეგიონში ტენიანობის შესანარჩუნებლად. [12]

ბრაზილიას აქვს ტროპიკული სავანას ჰავა (Aw, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით). წვიმების სეზონი, ოქტომბრიდან აპრილამდე, ხოლო მშრალი სეზონი, მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება. საშუალო ტემპერატურაა 21,0 °C. სექტემბერში, მშრალი სეზონის ბოლოს, საშუალოდ მაქსიმალური ტემპერატურაა 28,4 °C. ივლისში მაქსიმალური საშუალო ტემპერატურაა 25.1 °C, ხოლო მინიმალური საშუალო ტემპერატურა 12,9 °C. სექტემბრიდან მარტამდე საშუალო ტემპერატურაა 22 °C. 241,5 მმ ნალექით, დეკემბერი არის წლის ყველაზე წვიმიანი თვე, ხოლო ივნისს ნალექიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მხოლოდ 4,9 მმ.


ბრაზილიის მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INMET) მონაცემებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირებულია 1975 წლის 18 ივნისს 1,6 °C და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2008 წლის 28 ოქტომბერს, 35,8 °C. 24 საათში ყველაზე მეტი დაგროვილი ნალექი იყო 132,8 მმ, 1963 წლის 15 ნოემბერს.[13]   

2010 წლის IBGE-ის(ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტი) აღწერის მონაცემებით, ბრაზილიასა და მისი მეტროპოლიის არეალში ცხოვრობდა 2 469 489 ადამიანი, რომელთაგან 1 239 882 იყო პარდო (შერეული რასა) (48,2 %), 1 084 418 — თეთრკანიანი (42,2 %), 198 072 — შავკანიანი (7,7 %), 41 522 — აზიელი (1,6 %) და 6128 — მკვიდრი მოსახლეობა (0,2 %).

2010 წელს, ქალაქი ბრაზილია იყო მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი ბრაზილიაში, სან-პაულუს, რიო-დე-ჟანეიროს და სალვადორის შემდეგ. 2010 წელს ქალაქს ჰყავდა 474 871 საპირისპირო სქესის წყვილი და 1241 ერთსქესიანი წყვილი. ბრაზილიის მოსახლეობის 52,2% შეადგენდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და 47,8% — მამრობითი სქესის წარმოადგენლები.

1960 წლის აღწერის დროს ახალ ფედერალურ ოლქში თითქმის 140 000 მოსახლე იყო. 1970 წლისთვის ეს მაჩვენებელი 537 000-მდე გაიზარდა. 2010 წლისთვის ფედერალური ოლქის მოსახლეობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა. ქალაქ ბრაზილიის დაგეგმარება გათვლილი იყო დაახლოებით 500 000 მოსახლეზე, მაგრამ მისი მეტროპოლიის ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობამ ამ მაჩვენებელს გადააჭარბა.[14]

ბრაზილიის საკათედრო ტაძრის ხედი
წმინდა გიორგის ორთოდოქსული ტაძარი

ზოგადად, ქრისტიანობა ბრაზილიაში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.

რელიგია პროცენტი რიცხვი
კათოლიკე 56.62% 1,455,134
პროტესტანტი 26.88% 690,982
არარელიგიური 9.20% 236,528
სპირიტუალისტი 3.50% 89,836
იუდეველი 0.04% 1,103
მუსლიმი 0.04% 972

წყარო: IBGE, 2010.[15]

ბურიტის სასახლე, ფედერალური ოლქის მთავრობის ადგილი
ფედერალური ოლქის საკანონმდებლო პალატა

ბრაზილიას არ ჰყავს მერი და საბჭოს წევრები, რადგან 1988 წლის ბრაზილიის კონსტიტუციის 32-ე მუხლი პირდაპირ კრძალავს ფედერალური ოლქის დაყოფას მუნიციპალიტეტებად.

ფედერალური ოლქი არის შიდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ბრაზილიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტრუქტურის ნაწილია, თვითმყოფადი (sui generis) ხასიათისა, რადგან იგი არ არის არც სახელმწიფო და არც მუნიციპალიტეტი, არამედ სპეციალური პირი, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო უფლებამოსილებებს. სახელმწიფოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რაც მას გაერთიანებულ ხასიათს აძლევს, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტი.[16]

ფედერალური ოლქის აღმასრულებელი ხელისუფლება ფედერალური ოლქის მერის სახით იყო წარმოდგენილი 1969 წლამდე, ვიდრე თანამდებობა გადაკეთდებოდა ფედერალური ოლქის გუბერნატორად.[17][18]

ფედერალური ოლქის საკანონმდებლო უფლებამოსილებას წარმოადგენს ფედერალური ოლქის საკანონმდებლო პალატა, რომლის ნომენკლატურა მოიცავს საკანონმდებლო ასამბლეის (ფედერაციის სხვა დანაყოფების საკანონმდებლო უფლებამოსილებას) და მუნიციპალური პალატის (მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო ორგანოს) ნაზავს. საკანონმდებლო პალატა შედგება 24 საოლქო დეპუტატისგან.[19]

სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ფედერალურ ოლქს, ასევე ემსახურება ფედერალურ ტერიტორიებს, როგორც ეს კონსტიტუციურადაა გნსაზღვრული, მაგრამ ბრაზილიას არ აქვს ტერიტორიები. ამრიგად, ფედერალური ოლქისა და ტერიტორიების იუსტიციის სასამართლო მხოლოდ ფედერალურ ოლქს ემსახურება.

ფედერალური საოლქო მთავრობის ბიუჯეტის ნაწილი მოდის ფედერალური ოლქის საკონსტიტუციო ფონდიდან. 2012 წელს ფონდმა შეადგინა 9.6 მილიარდი რეალი.[20]  

საერთაშორისო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიასთან დაძმობილებული ქალაქებია:[21]

სამხრეთის საბანკო სექტორი

ბრაზილიის ეკონომიკაში მშენებლობისა და მომსახურების (მთავრობა, საკომუნიკაციო, საბანკო და საფინანსო, საკვები პროდუქტების წარმოება, გართობა და იურიდიული მომსახურება) ძირითადი ასპექტები ახასიათებს ქალაქის სტატუსს, უფრო მეტად სამთავრობოდ, ვიდრე სამრეწველო ცენტრად. მრეწველობები, რომლებიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, საკვების გადამუშავებასთან და ავეჯის წარმოებასთად, ისეთივე მნიშვნელოვანია ქალაქის ეკონომიკისთვის, როგორც პუბლიკაციასთან, ბეჭდვასთან და კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წარმოებები. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემდეგნაირად ნაწილდება - საჯარო ადმინისტრაციები 54.8 %, მომსახურება 28.7 %, მრეწველობა 10.2 %, კომერცია 6.1 %, აგრობიზნესი 0.2 %.[24]

გარდა იმისა, რომ არის პოლიტიკური ცენტრი, იგი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია ქვეყნისთვის. ქალაქ ბრაზილიას ყველაზე მაღალი მშპ-ის მაჩვენებელი აქვს ბრაზილიაში, 99,5 მილიარდი რეალი, რაც  წარმოადგენს ბრაზილიის მთლიანი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.76 %-ს. ფედერალური დედაქალაქის ეკონომიკური საქმიანობის უმეტესობა მისი ადმინისტრაციული ფუნქციიდან გამომდინარეობს.

რესპუბლიკის კულტურული კომპლექსი

როგორც პოლიტიკური მოვლენების, მუსიკალური წარმოდგენების და კინოფესტივალის ადგილი, ბრაზილია არის კოსმოპოლიტური ქალაქი, სადაც 124 საელჩოა, რესტორნების ფართო სპექტრი და სრული ინფრასტრუქტურა მზად არის ნებისმიერი სახის ღონისძიების სამასპინძლოდ. გასაკვირი არ არის, რომ ქალაქი გამოირჩევა, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნეს / ტურისტული ადგილი, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ასობით სასტუმროა განლაგებული ფედერალური დედაქალაქის გარშემო. ტრადიციული წვეულებები ტარდება მთელი წლის განმავლობაში.

ივნისში იმართება დიდი ფესტივალები, რომლებიც ცნობილია როგორც „festas juninas“, როდესაც აღინიშნება კათოლიკე წმინდანთა დღესასწაულები, როგორებიცაა პადუას წმინდა ანტონი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი და წმინდა პეტრე. 7 სექტემბერს, დამოუკიდებლობის დღის ტრადიციული აღლუმი იმართება. მთელი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებები. შობა საყოველთაოდ აღინიშნება, და ახალ წელს ჩვეულებრივ მასპინძლობს ქალაქი დიდი ღონისძიებებით.

ქალაქი ასევე მასპინძლობს ხელოვნების ნიმუშების მრავალფეროვან ასორტიმენტს ისეთი ხელოვანებისას, როგორებიცაა ბრუნო გიორგი, ალფრედო ცესჩატი, ათოს ბულჩანი, მარიანე პერეტი, ალფრედო ვოლპი, ემილიანო დი კავალკანტი, დილან ტაქსმენი, ვიქტორ ბრეკერეტი და ბურლე მარქსი, მათი ნამუშევრები ინტეგრირებულია ქალაქის არქიტექტურაში, რაც მას უნიკალურ ლანდშაფტად აქცევს. [25]

ქალაქი არის ბრაზილიური როკის სამშობლო და ისეთი ჯგუფების წარმოშობის ადგილი, როგორებიცაა: Legião Urbana, Capital Inicial, Aborto Elétrico, Plebe Rude და Raimundos. ბრაზილიას აქვს როკ-ფესტივალი, რომელსაც ახალი ჯგუფები შემოჰყავს ეროვნულ სცენაზე. ფესტივალი ტარდება მანე გარინჩას სახელობის ბრაზილიის ეროვნულ სტადიონზე.

კლაუდიო სანტოროს ეროვნული თეტრი

1965 წლიდან, ბრაზილიის კინოს ყოველწლიური ფესტივალი არის ერთ – ერთი ყველაზე ტრადიციული კინოფესტივალი ბრაზილიაში, რომელიც შედარებულია მხოლოდ გრამადოს ბრაზილიის კინოს ფესტივალთან, რიუ-გრანდი-დუ-სულში. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ბრაზილიაში ჩატარებული ფესტივალი დღემდე ინარჩუნებს მხოლოდ ბრაზილიური ფილმების წარდგენისა და დაჯილდოების ტრადიციას.

არქიტექტურა და ურბანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონუმენტური ღერძის ჩრდილო-დასავლეთის ბოლოში არის ფედერალური უბანი და მუნიციპალური შენობები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის ბოლოში, პარანოკის ტბის შუა სანაპიროზე, აღმართულია აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შენობები სამი ძალის მოედანზე, რომელიც წარმოადგენს ქალაქის კონცეფტუალურ გულს.  

ამ და სხვა ძირითადი სტრუქტურების დიზაინი შეიმუშავა ბრაზილიელმა არქიტექტორმა ოსკარ ნიმეიერმა და დააპროექტა ბრაზილიელმა სტრუქტურულმა ინჟინერმა ხოაკიმ კარდოზომ, თანამედროვე ბრაზილიური არქიტექტურის სტილში.  

ბრაზილიის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (IB)

ქალაქს აქვს ექვსი საერთაშორისო სკოლა: ბრაზილიის ამერიკული სკოლა, ბრაზილიის საერთაშორისო სკოლა (BIS), Escola das Nações, შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა (SIS), Lycée français François-Mitterrand (LfFM) და Maple Bear Canadian School. ბრაზილიას აქვს ორი უნივერსიტეტი, სამი საუნივერსიტეტო ცენტრი და მრავალი კერძო კოლეჯი.

ბრაზილიის საერთაშორისო აეროპორტი (BSB)
აეროპორტის ხედი

ბრაზილია – პრეზიდენტ ჟუსელინუ კუბიჩეკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება მეტროპოლიტენის ტერიტორიას ძირითადი საშინაო და საერთაშორისო ფრენებით. ეს არის მესამე დატვირთული აეროპორტი ბრაზილიის მასშტაბით, რომელიც ემსახურება მგზავრთა გადაადგილებას. სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიის სამოქალაქო ავიაციის კერაა.

ბრაზილიას აქვს პირდაპირი ფრენები ბრაზილიის ყველა შტატში და აქვს პირდაპირი საერთაშორისო ფრენები ბუენოს-აირესის, ლისაბონის, მაიამის, ორლანდოს, პანამის, ლიმას, სანტიაგოს, ასუნსიონისა და კანკუნის მიმართულებით .

ბრაზილიის მიწისქვეშა მეტროპოლიტენის სისტემას აქვს 24 სადგური ორ ხაზზე, ნარინჯისფერი და მწვანე ხაზები, ვრცელდება 42 კმ-ზე (26 მილი), რომელიც მოიცავს მეტროპოლიტენის ზოგიერთ ტერიტორიას. ორივე ხაზი იწყება ცენტრალურ სადგურზე და პარალელურად გადის Águas Claras-ის სადგურამდე. ბრაზილიის მეტრო არ არის ყოვლისმომცველი, ამიტომ შესაძლოა ავტობუსებმა უკეთ უზრუნველყონ წვდომა ქალაქის ცენტრთან.

ბრაზილიაში მთავარი ავტობუსის კერა არის ცენტრალური ავტოსადგური, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 2 კმ-ის (1.2 მილი) მანძილზე სამი ძალის მოედნიდან. თავდაპირველი გეგმა იყო ავტოსადგური, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო ბრაზილიის ყველა კუთხესთან. დღეს, ავტოსადგური მხოლოდ საქალაქო ავტობუსების კერაა, ზოგი ბრაზილიაში გადის, ზოგი კი ბრაზილიას სატელიტურ ქალაქებთან აკავშირებს.

ბრაზილიის ეროვნული სტადიონი

მთავარი სტადიონები არის მანე გარინჩას სახელობის ბრაზილიის ეროვნული სტადიონი (რომელიც განახლდა 2013 წლის 18 მაისს), Serejão Stadium და Bezerrão Stadium.

ბრაზილია იყო 2014 წლის FIFA მსოფლიო თასის და 2013 წლის FIFA კონფედერაციის თასის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი. ბრაზილიამ კონფედერაციის თასის გახსნას და მსოფლიო თასის 7 თამაშს უმასპინძლა.[26] ბრაზილიამ ასევე უმასპინძლა საფეხბურთო ტურნირებს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებული 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს.

გამოჩენილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Global MetroMonitor | Brookings Institution. Brookings.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2013. ციტირების თარიღი: February 25, 2014.
  2. Niemeyer e Joaquim Cardozo: uma parceria mágica entre arquiteto e engenheiro Portuguese. Brazil Communication Company (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 7 January 2019.
  3. „Brasília 50 anos“ (PDF). Veja (პორტუგალიური). 2009. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — March 3, 2016. ციტირების თარიღი: 7 January 2019.
  4. World Heritage List. Unesco. ციტირების თარიღი: February 6, 2013.
  5. The Brazilian cities Brasília, Paraty and João Pessoa join the UNESCO Creative Cities Network en. ციტირების თარიღი: 2018-10-03.
  6. Lista do Corpo Diplomático e Organismos Internacionais. Cerimonial, Ministério das Relações Exteriores. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 7, 2011. ციტირების თარიღი: August 18, 2011.
  7. Epstein, David G.. Brasília, Plan and Reality: A Study of Planned and Spontaneous Urban Development English. University of New Mexico Press (1980). ციტირების თარიღი: April 5, 2017.
  8. São João Bosco pt. Don Bosco Sanctuary website. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 21, 2013. ციტირების თარიღი: March 8, 2013.
  9. Epstein, David (1973) Brasilia, Plan and Reality : a study of planned and spontaneous urban development. University of California Press. ISBN 0520022033. OCLC 691903. 
  10. Epstein, David (1973) Brasilia, Plan and Reality : a study of planned and spontaneous urban development. University of California Press. ISBN 0520022033. OCLC 691903. 
  11. Epstein, David (1973) Brasilia, Plan and Reality : a study of planned and spontaneous urban development. University of California Press. ISBN 0520022033. OCLC 691903. 
  12. James Holston (1989). The Modernist City: An Anthropological Critique of Brasilia. University of Chicago Press, გვ. 341. ISBN 0226349799. 
  13. Rodovia com 1,8 km e frio europeu; veja os 'extremos' de Brasília (in Brazilian Portuguese).
  14. Population of Brasília. Geocities.com (January 17, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 24, 2000. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
  15. Religion in Brasília by IBGE. Sidra.ibge.gov.br. ციტირების თარიღი: October 11, 2012.
  16. Constituição da República Federativa do Brasil de 1988 - Título III, Capítulo V: Do Distrito Federal e dos Territórios Portuguese. Governo do Brasil (1988). ციტირების თარიღი: 4 August 2013
  17. A História de Brasília (Portuguese). Info Brasília. ციტირების თარიღი: 2020-07-21.  დაარქივებული 2010-04-12 საიტზე Wayback Machine.
  18. Por que Brasília não tem prefeito? Portuguese. Portal Terra (25 August 2010). ციტირების თარიღი: 4 August 2013
  19. Sobre a Câmara Legislativa Portuguese. Câmara Legislativa do Distrito Federal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 4 August 2013
  20. Portal da Transparência - Fundo Constitucional do Distrito Federal. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2015. ციტირების თარიღი: ივლისი 21, 2020.
  21. 21.00 21.01 21.02 21.03 21.04 21.05 21.06 21.07 21.08 21.09 21.10 21.11 21.12 21.13 21.14 21.15 Brasilia Global Partners. Internacional.df.gov.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 28, 2014. ციტირების თარიღი: ივლისი 21, 2020.
  22. Lisboa - Geminações de Cidades e Vilas Portuguese. Associação Nacional de Municípios Portugueses [National Association of Portuguese Municipalities]. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2015. ციტირების თარიღი: August 23, 2013.
  23. Martin Austermuhle. (March 15, 2012) D.C., Welcome Your Newest Sister City: Brasília. Dcist.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 18, 2013. ციტირების თარიღი: March 18, 2013.
  24. GDP – Division – Federal District. Gdf.df.gov.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 2, 2009. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
  25. დაარქივებული ასლი (August 9, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2011. ციტირების თარიღი: ივლისი 22, 2020.
  26. Brasilia National Stadium. Government of Brazil. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2012. ციტირების თარიღი: March 18, 2013.