სპირიტუალიზმი (რელიგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეინკარნაცია ხელოვნებაში

სპირიტუალიზმი (ლათ. spiritualis — სულიერი, spiritus — სული) — რელიგიური და ფილოსოფიური მიმდინარეობა. ის მოიაზრებს, რწმენას სიკვდილის შემდეგ არსებულ ცხოვრებაზე და მკვდრებთან კონტაქტებს მედიუმების საშუალებით (სპირიტიზმი), მიუხედავად იმისა რომ, მკვდრებთან კომუნიკაციების პრაქტიკა არსებობდა უძველესი დროიდან. სპირიტუალისტები თვლიან რომ მათი მოძრაობა 1848 წლის 31 მარტს ჩამოყალიბდა, როცა გაჩნდა პირველი შეტყობინება, დები ქეითისა და მარგარეტ ფოქსის მიერ სულთან კომუნიკაციის დაამყარების შესახებ. მათ კონტაქტი სახლის ყოფილ პატრონთან ჰქონდათ, სავარაუდოდ მოკლული ასევე ყოფილი სახლის პატრონის მიერ და დამარხული სახლის სარდაფში. 1904 წელს სახლის ნანგრევებში რეალურად აღმოაჩინეს ადამიანის ნაშთები.  

თითქმის ასი წლის განმავლობაში მოძრაობა ვითარდებოდა, 1897 წლისთვის ის მოიცავდა 8 მილიონამდე მიმდევარს (მხოლოდ აშშ-ში და ევროპაში). პიკს კი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიაღწია, ХХ საუკუნის მეორე ნახევარში სპირიტუალიზმა თანდათან დაკარგა პოპულარობა.

სპირიტუალიზმის რელიგიური პრაკტიკა მოიცავს კოლექტიური და ინდივიდუალური სპირიტუალური სეანსებით, რომლის მიზანია გარდაცვლილი სულის გამოძახება და მათან კონტაქტი. სპირიტუალიზმის უმთავრესი წესდება პრინციპების დეკლარაციაში არის ასახული, მიღებული 1899 წელს სპირიტუალური ეკლესიის ეროვნული ასოციაციის მიერ, ჩამოყალიბდა 1893 წელს ჩიკაგოში, რომელიც ითვლიდა 20 ათასამდე წევრს. დღეს მსოფლიოში აღირიცხება 20 მილიონამდე სპირიტუალიზმის მიმდევარი.

სპირიტუალიზმის იდეოლოგიური საფუძვლები (სპირიტიზმი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრის თვალსაზრისით სპირიტუალიზმის იდეოლოგიური და მეთოდოლოგიური საფუძვლები მის ნაშრომებში ემანუელ სვედერბერგმა (1688-1772), ფრანს მესმერი (1734-1815) და ენდრიუ ჯექსონ დეივისმა (1826-1910) ჩამოაყალიბა. ყველა საკუთარი შეხედულებებით იკვლევდა კითხვებს,  გარდაცვლილ სულების და მათან ურთიერთობის დამყარების საშუალებების შესახებ.

ენდრიუ ჯექსონ დეივისი

სვედენბერგი, რომელიც აღწერდა საკუთარ გამოცდილებას სულებთან კონტაქტის შესახებ, ერთადერთმა უახლეს ისტორიაში აღწერა სულების სამყაროს სტრუქტურა, რომელიც განსხვავდებოდა ქრისტიანული შეხედულებებისგან. ის წარმოადგენდა გარკვეულ გამა სფეროს, სადაც სიკვდილის შემდეგ სული უნდა აღემართოს განსაწმენდელში. სვედენბრგის აზრით, სული არის ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავალი.

მესმერს არ შეუმუშავებია მეტაფიზიკური თეორია, მაგრამ პრაქტიკული წვლილი შეიტანა სპირიტუალიზმის ჩამოყალიბებაში. მან ჩამოაყალიბა გიპნოტიზმის (მესმერიზმი) ტექნიკა, რომელიც გზას უხსნის ტრანსულ მდგომარეობას და ამგვარად, როგორც ვარაუდობდნენ, ამარტივებდა პროცესის დაჩქარებას და კონტაქტის დამყარებას სულების სამყაროსთან. XIX საუკუნის შუა წლებში მესმერიზმის მიმდევრებმა გამოაჩინეს მათი შესაძლლებლობა სცენაზე. 

ენრდიუ ჯექსონ დეივისმა შექმნა თავისებური სინთეზი სვენდენბერგის ფილოსოფიისა და მესმერის მეთოდებს შორის. შემქმნელი ე.წ ჰარმონიული ფილოსოფიის მესზმერიზმის პრაკტიკოსი ნიუ-იორკის შტატიდან, დეივისი ფლობდა ნათელმხილველობისა და მკურნალობის შესაძლებლობას. წიგნი ბუნების პრინციპები, მისი ღვთაებრივობა და შეტყობინება კაცობრიობას (1847), ტექსტი რომელიც იყო ნაკარნახევი ტრანსში, ითვლება ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ნაშრომად სპირიზუალიზმის ეპოქაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]