ლე კორბუზიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლე კორბიუზიე
Le Corbusier 1933.JPG
პირადი ინფორმაცია
მშობ. სახელი Le Corbusier
დაიბადა 6 ოქტომბერი, 1887 ლა-შო-დე-ფონი, შვეიცარია
გარდაიცვალა 27 აგვისტო, 1965 როკბრიუნ-კაპ-მარტენი
ნაშრომები
პრაქტიკა არქიტექტორი
მნიშვნელოვანი შენობები ვილა სავოი

შარლ ედუარ ჟანერე (Charles-Edouard Jeanneret), უკეთ ცნობილი როგორც ლე კორბიუზიე (ფრანგ. Le Corbusier [lə kɔʁbyzje]) (დ. 6 ოქტომბერი, 1887, ლა-შო-დე-ფონი, შვეიცარია — გ. 27 აგვისტო, 1965, როკბრიუნ-კაპ-მარტენი, ლაჟვარდოვანი ნაპირი, საფრანგეთი) — ფრანგი-შვეიცარიელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი.

სახელი გაითქვა მოდერნისტული (ე.წ. „საერთაშორისო სტილის“) ნამუშევრებით. ლე კორბუზიე პიონერი იყო თანამედროვე დიზაინის თეორიულ სწავლებაში და თავი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შექმნის სამსახურს მიუძღვნა. მისი შენობები გამოირჩევა ბრტყელი ზედაპირებით, ლენტური ფორმის ფანჯრებით, შენობის ქვემო ნაწილში ღია საყრდენებით და თავისუფალი სტილის დაგეგმარებით.

მისი კარიერა ხუთ ათწლეულს გრძელდებოდა და მისი ხელწერით შექმნილი ხელოვნების ნიმუშებად შერაცხილი შენობები და კომპლექსები ცენტრალური ევროპის, ინდოეთის, რუსეთის მრავალ ქალაქში მოიძებნება. ლე კორბუზიეს პორტრეტი (განუყრელი სათვალითურთ) გამოსახულია შვეიცარულ ათფრანკიანზე.

ცხოვრება[რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება]

შარლ-ედუარ ჟანერე დაიბადა ლა-შო-დე-ფონში, მცირე ქალაქში ნევშატელის კანტონში შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. სახვითი ხელოვნებით გატაცებული ბავშვობიდან იყო; სწავლობდა ლა-შო-დე-ფონის ხელოვნების სკოლაში შარლ ლ'ეფლატენიეს ხელმძღვანელობით, რომელსაც განათლება ბუდაპეშტსა და პარიზში ჰქონდა მიღებული. მისი არქიტექტურის მასწავლებელი იყო რენე შაპალა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ლე კორბუზიეს ადრეულ შენობებზე.

მის პირველ პროექტებს შორის იყო ვილა ფოლე, ვილა შვობი და ვილა ჟანერე (მისი მშობლების სახლი) ლა-შო-დე-ფონში. ამ პროექტებში ასახულია ალპებში პოპულარული ადგილობრივი მთის არქიტექტურა.

მის ადრეულ წლებში ის ხშირად მოგზაურობდა ევროპაში მისი მშობლიური ქალაქის პროვინციული ატმოსფეროსგან გასაქცევად. 1907 წელს ის პარიზში მიემგზვრება, სადაც სამუშაოს პოულობს ოგუსტ პერეს, ფრანგი არმირებული ბეტონის პიონერი, ოფისში. 1910-11 წლებში ის ბერლინთან ახლოს არქიტექტორ პეტერ ბეჰრენსთან მუშაობს, სადაც ლუდვიგ მის ვან დერ როეს და ვალტერ გროპიუსს ხვდება. მათთან შეძენილი გამოცდილება მნიშვნელოვანი ხდება მთელი მისი გვიანდელი კარიერისთვის.

1911 წლის ბოლოს ის ბალკანეთში მოგზაურობს, ეწვევა საბერძნეთსა და თურქეთს და ნანახის ჩანახატებს აკეთებს, მათ შორის პართენონის მის განთქმულ ნახაზებს, რომლის ფორმებს ის მოგვიანებით აღწერს ნაშრომში Vers une architecture (1923).

ადრეული კარიერა[რედაქტირება]

ფსევდონიმი[რედაქტირება]

ურბანიზმი[რედაქტირება]

კორბუზიე ილაშქრებდა ეკლექტიზმისა და შენობის ჭარბი მორთულობის წინააღმდეგ. ტექნიკასა და ინდუსტრიული მშენებლობის სერიულობაში ის ხედავდა არქიტექტურის განახლებას, ხოლო ნაგებობის ფუნქციურად გამართლებულ სტრუქტურაში–მდიდარ ესთეტიკურ შესაძლებლობებს. იზიარებდა უტოპიურ ოცნებას არქიტექტურის მეშვეობით საზოგადოების გარდაქმნის შესახებ. 1920–იანი წლების ნამუშევართაგან აღსანიშნავია საცხოვრებელი სახლი–სიტროენი, ლა როშისა და ჟანერეს საცხოვრებელი სახლების კომპლექსი პარიზში, ვილა სავოი. დაგროვილი გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შექმნა თანამედროვე არქიტექტურის 5 ამოსავალი წერტილი: საყრდენ ბოძებზე შემდგარი შენობა, ბრტყელი სახურავ–ბაღი, თავისუფალი შიდა–დაგეგმარება, ლენტური სარკმელი, ფასადის არამზიდავი კედელი.

XX საუკუნის 20–30–იან წლებში კორბუზიე ავითარებდა ვერტიკალური ქალაქ–ბაღის იდეას, რაც მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ითვალისწინებდა.

XX საუკუნის 40–იან წლებში არქიტექტურული სივრცის პრობლემის კვლევისას კორბუზიემ შექმნა მოდულორი–ადამიანის სხეულის პროპორციებზე დაფუძნებული ჰარმონიულად დაკავშირებული სიდიდეების სისტემა.

XX საუკუნის 50–იან წლებში შექმნილ ნამუშევართაგან აღსანიშნავია: საცხოვრებელი სახლი მარსელში, კაპელა ნოტრ დამ–დიუ–ო როშანში. 50–60–იან წლებში ის დიდ ყურადღებას უთმობდა შიდა სივრცის ორგანიზაციას, ფუნქციური სქემისა და არქიტექტურული სტრუქტურის ურთიერთდამოკიდებულებას.

გარდაცვალება[რედაქტირება]

იდეები[რედაქტირება]

კრიტიკა[რედაქტირება]

გავლენა[რედაქტირება]

მნიშვნელოვანი პროექტები[რედაქტირება]

მნიშვნელოვანი წიგნები[რედაქტირება]

ციტატები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: