ლუქსორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლუქსორი
الأقصر
PONTY-Collage Luxor.png
ლუქსორის ტაძარი
დროშა გერბი
Eg luxor1.png Emblem Luxor Governorate.jpg

ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
კოორდინატები 25°41′00″ ჩ. გ. 32°39′00″ ა. გ. / 25.68333° ჩ. გ. 32.65000° ა. გ. / 25.68333; 32.65000
ფართობი 416 კმ² კმ²
ცენტრის სიმაღლე 89±1 მეტრი
მოსახლეობა 376,022 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0952
საფოსტო ინდექსი 85511
ოფიციალური საიტი http://www.luxor.gov.eg/
ლუქსორი — ეგვიპტე
ლუქსორი

ლუქსორი (არაბ. الأقصر‎‎) — ქალაქი ზემო (სამხრეთ) ეგვიპტეში. ტაძრების ნანგრევების კომპლექსით კარნაკთან, ლუქსორის ტაძრითა და მონუმენტებით, ასევე ნილოსის დასავლეთ სანაპიროს სამეფო სამარხებით (მეფეთა და დედოფალთა ხეობების ჩათვლით), მას ხშირად მსოფლიოს უდიდეს ღია ცის ქვეშ მუზეუმს უწოდებენ.

ლუქსორი საუკეთესო ბაზაა ზემო ეგვიპტის ტურებისთვის და პოპულარული მისამართია დამსვენებლებისთვის, როგორც თავად ქალაქი, ასევე ნილოსის კრუიზების საწყისი ან საბოლოო წერტილი. ეს არის ასევე იტორიული ქალაქი თებეს ადგილსამყოფელი. ქალაქის მოსახლეობა ამჟამად დაახ. 200.000-ია.

ოთხი ათასი წლის ქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმჟამად ცნობილი, როგორც ვასეტი, ძვ. ეგვიპტელებისთვის ძვ.წ. მე-2, 1-ელ ათასწლეულებში უბრწყინვალესი ქალაქი იყო. მისი მნახველებისთვის ის იმ დროისთვის ცნობილი სამყაროს ცენტრი იყო. სასახლეთა უბანი, დება - სახელი, რომელიც ბერძნებმა თებაი-დ, შემდგომში კი თებედ გადააკეთეს - განუმეორებელი ფუფუნების, იმპერიული ავტორიტეტის, განათლებისა და სიბრძნის, რელიგიისა და პოლიტიკური ძალაუფლების, ხელოვნებისა და გრანდიოზული გეგმების ეპიცენტრი იყო.

თებემ პოლიტიკური ძალაუფლების კულმინაციას ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის შუა საუკუნეებში მიაღწია და მისი ექსტრავაგანტული სიმდიდრე ახალი სამეფოს ფარაონების მიერ იყო მოპოვებული შესაძლოა მათ მიერ განოხორციელებული ექსპედიციების შედეგად სამხრეთის კუშის უკიდეგანო მიწებზე (დღევანდელი ჩრდ. სუდანი) და ჩრდილოეთით ქანაანში, ფინიკიასა და სირიაში. თუტმოს III პირველი ფარაონი იყო, რომელმაც იმ დროს შორეულ ევფრატს მიაღწია მესოპოტამიაში.

იმჟამად მსოფლიოს არც ერთ სხვა ქალაქს არ ძალუძდა შედრებოდა ვასეტს სამხედრო ძლიერებითა და სილამაზით. ძველი ქალაქის სასახლეებისა და საცხოვრებელი უბნების ძირითადი ნაწილის გათხრები ჯერაც არაა სათანადოდ წარმოებული, თუმცა ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვირწმუნოთ ამ ქალაქის სიმშვენიერეზე დღემდე მოღწეული ძველ ეგვიპტური ნახატებით, რომელიც ნილოსის ამ სამოთხის სახლებს, ბაღებს, მინდვრებს, სასახლეებსა და ნადიმებს ასახავს.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლიური ამინდი — Luxor
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 23.0 (73) 25.4 (78) 27.4 (81) 35.0 (95) 39.2 (103) 41.4 (107) 41.1 (106) 40.4 (105) 38.8 (102) 35.3 (96) 28.9 (84) 24.4 (76) 33.4 (92)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 5.4 (42) 7.1 (45) 10.4 (51) 16.0 (61) 20.2 (68) 22.6 (73) 23.6 (74) 23.2 (74) 21.3 (70) 17.3 (63) 11.6 (53) 7.1 (45) 15.5 (60)
ნალექი მმ (დუიმი) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 1 (0) 0 (0) 0 (0) 1 (0)
წყარო: Climate Charts [1] 2009-09-11

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტო გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Luxor, Egypt: Climate, Global Warming, and Daylight Charts and Data. Climate Charts. წაკითხვის თარიღი: September 26 2009.