კოპაკაბანა
| რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის | |
|---|---|
|
კოპაკაბანის პლაჟის ხედი შაქრისთავა მთიდან | |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | vi |
| რეგიონი | სამხრეთი ამერიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
| ნომერი | 1100 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1100 ინგლ. • რუს. • ფრ. |

კოპაკაბანა (პორტ. Copacabana) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი კვარტალი (Bairro) სამხრეთ ზონაში. ცნობილია თავის 4 კმ სიგრძის პლაჟით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონს XVIII საუკუნის შუა ხანებამდე საკოპენაპას (Sacopenapã) ეძახდნენ. სახელი გადაერქვა ბოლივიის მფარველის, კოპაკაბანის ქალწულის კაპელის ასლის აშენების შემდეგ.[2]
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოპაკაბანა პრინცესა იზაბელის გამზირიდან იწყება და პოსტუ-სეისთან მთავრდება. გარდა სახელგანთქმული კოპაკაბანისა, ასევე არსებობს ორი პატარა პლაჟი, რომელთაგან ერთ-ერთის — არპოადორის შემდეგა იპანემის პლაჟი იწყება. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოთხი ოლიმპიური ზონიდამ ერთ-ერთი სწორედ აქ განთავსდა.
რიო-დე-ჟანეიროს ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, კოპაკაბანაში 63 სასტუმრო და 10 ჰოსტელია.[3]
კოპაკაბანის პლაჟი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოპაკაბანის პლაჟი გადაჭიმულია პოსტუ-დოისიდან პოსტუ-სეისამდე. მის ორივე ბოლოში აღმართულია ისტორიული ციხესიმაგრეები — კოპაკაბანის ციხე, რომელიც 1914 წელს აიგო სამხრეთ ბოლოში და კაშიასის ჰერცოგის ციხე, რომელიც 1779 წელს აიგო ჩრდილოეთით. კურიოზული ფაქტია, მაგრამ არ არსებობს სამაშველო კოშკი.[4]
კოპაკაბანის პლაჟი ყოველი წელს, ახალი წლის საღამოს მილიონობით ადამიანს მასპინძლობს, რა დროსაც გრანდიოზულ ფოიერვერკს უშვებენ. მრავალ წელს კი აქ იმართება ფიფას პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო თასის ოფიციალური მატჩები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.photos4travel.com/destination-ideas/top-10-most-popular-beaches-in-the-world
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-26. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
- ↑ Riotur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-14. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
- ↑ FUNCEB - Fundação Cultural Exército Brasileiro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-08. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
| |||||||
