შინაარსზე გადასვლა

ბრაზილიის შტატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შტატი (ბრაზილია))

ბრაზილიის შტატები (პორტ. estados brasileiros) — ბრაზილია ფედერაციული რესპუბლიკაა, შედგება 26 შტატისა (პორტ. estados) და ერთი ფედერალური ოლქისაგან, რომელიც მოიცავს დედაქალაქ ბრაზილიას. შტატები ძირითადად ისტორიულია, თუმცა ზოგიერთი საზღვარი ამ წესს არ ემორჩილება. 1955 წელს პრეზიდენტმა ჟუან კაფე ფილიუმ გოიასის შტატიდან გამოყო ტერიტორია ფედერალური ოლქისათვის. ოლქს ესაზღვრება გოიასი და მინას-ჟერაისი.

პირველი ადმინისტრაციული დანაყოფი ბრაზილიაში იყო მემკვიდრეობითი საკაპიტნოები.

იბერიის უნიის (1580-1640) შემდეგ პორტუგალიის სამფლობელოები სამხრეთ ამერიკაში კიდევ უფრო გაიზარდა და ტერიტორიები დაიყო საკაპიტნოებად, სამეფო საკაპიტნოებად და პროვინციებად.

1822 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბრაზილია გახდა იმპერია და ყველა საკაპიტნო პროვინციად გადაიქცა. კოლონიურ პერიოდში არსებული თითქმის ყველა საზღვარი ხელუხლებელი დარჩა. 1889 წელს კი ბრაზილიის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ ყველა პროვინციას შტატი ეწოდა.

ბრაზილიის შტატების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, ჩამოთვლილია ბრაზილიის შტატები.

დროშა შტატი აბრევიატურა დედაქალაქი ფართობი (კმ²) მოსახლეობა (2005) სიმჭიდროვე (2005) მშპ (% სულ) (2007) მშპ ერთ სულ მოსახლეზე (R$) (2007) HDI (2005) წიგნიერება (2003) შობადობა (2002) სიცოცხლის ხანგრძლივობა (2004)
აკრი AC რიუ-ბრანკუ 152 581,4 656 043 4,30 5 761 000 (0,2%) 8 789 0,751 84% 33,2 70,8
ალაგოასი AL მასეიო 27 767,7 3 015 912 108,61 17 793 000 (0,7%) 5 858 0,677 70% 57,7 66,0
ამაპა AP მაკაპა 142 814,6 594 587 4,16 6 022 000 (0,2%) 10 254 0,780 91% 24,9 69,8
ამაზონასი AM მანაუსი 1 570 745,7 3 232 330 2,05 42 023 000 (1,6%) 13 043 0,780 94% 20,8 73,4
ბაია BA სალვადორი 564 692,7 13 815 334 24,46 109 652 000 (4,1%) 7 787 0,742 79% 38,7 71,4
სეარა CE ფორტალეზა 148 825,6 8 097 276 54,40 50 331 000 (1,9%) 6 149 0,723 78% 35,1 69,6
ფედერალური ოლქი DF ბრაზილია 5 822,1 2 333 108 400,73 99 946 000 (3,8%) 40 696 0,874 96% 17,5 74,9
ესპირიტუ-სანტუ ES ვიტორია 46 077,5 3 408 365 73,97 60 340 000 (2,3%) 18 003 0,802 90% 20,9 73,1
გოიასი GO გოიანია 340 086,7 5 619 917 16,52 65 210 000 (2,5%) 11 548 0,800 90% 20,7 72,8
მარანიანი MA სან-ლუისი 331 983,3 6 103 327 18,38 31 606 000 (1,2%) 5 165 0,683 77% 46,3 66,8
მატუ-გროსუ MT კუიაბა 903 357,9 2 803 274 3,10 42 687 000 (1,6%) 14 954 0,796 90% 21,5 72,6
მატუ-გროსუ-დუ-სული MS კამპუ-გრანდი 357 125,0 2 264 468 6,34 28 121 000 (1,1%) 12 411 0,802 91% 19,2 73,2
მინას-ჟერაისი MG ბელუ-ორიზონტი 586 528,3 19 237 450 32,79 241,293,000 (9,1%) 12 519 0,800 89% 20,8 74,1
პარა PA ბელემი 1 247 689,5 6 970 586 5,58 49 507 000 (1,9%) 7 007 0,755 90% 27,3 71,4
პარაიბა PB ჟუან-პესოა 56 439,8 3 595 886 63,71 22 202 000 (0,8%) 6 097 0,718 75% 45,5 68,3
პარანა PR კურიტიბა 199 314,9 10 261 856 51,48 161 582 000 (6,1%) 15 711 0,820 93% 20,7 73,5
პერნამბუკუ PE რესიფი 98 311,6 8 413 593 85,58 62 256 000 (2,3%) 7 337 0,718 79% 44,8 67,5
პიაუი PI ტერეზინა 251 529,2 3 006 885 11,95 14 136 000 (0,5%) 4 662 0,703 72% 33,1 68,2
რიო-დე-ჟანეირო RJ რიო-დე-ჟანეირო 43 696,1 15 383 407 352,05 296 768 000 (11,2%) 19 245 0,832 96% 19,5 72,4
რიუ-გრანდი-დუ-ნორტი RN ნატალი 52 796,8 3 003 087 56,88 22 926 000 (0,9%) 7 607 0,738 77% 41,9 69,8
რიუ-გრანდი-დუ-სული RS პორტუ-ალეგრი 281 748,5 10 845 087 38,49 176 615 000 (6,6%) 16 689 0,832 95% 15,4 74,5
რონდონია RO პორტუ-ველიუ 237 576,2 1 534 594 6,46 15 003 000 (0,6%) 10 320 0,776 92% 24,6 70,6
რორაიმა RR ბოა-ვისტა 224 299,0 391 317 1,74 4 169 000 (0,2%) 10 534 0,750 91% 17,8 69,3
სანტა-კატარინა SC ფლორიანოპოლისი 95 346,2 5 866 568 61,53 104 623 000 (3,9%) 17 834 0,840 95% 18,2 74,8
სან-პაულუ SP სან-პაულუ 248 209,4 40 442 795 162,93 902 784 000 (33,9%) 22 667 0,833 95% 17,4 73,7
სერჟიპი SE არაკაჟუ 21 910,3 1 967 761 89,81 16 896 000 (0,6%) 8 712 0,742 90% 40,6 70,3
ტოკანტინსი TO პალმასი 277 620,9 1 305 728 4,70 11 094 000 (0,4%) 8 921 0,756 83% 28,4 70,7

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]