მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილიის პრეზიდენტის შტანდარტი
ბრაზილიის პრეზიდენტი (პორტ. Presidente do Brasil ) — ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური. ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტი ფიცს დებს 1 იანვარს .
ბრაზილიაში საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდა 1889 წელს, პედრუ II-ის წინააღმდეგ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. რესპუბლიკური სისტემის დამყარების შემდეგ ბრაზილიაში შეიცვალა ექვსი კონსტიტუცია, ერთმანეთს ენაცვლებოდა ორი დიქტატურა და სამი დემოკრატიული პერიოდი.
სახელმწიფოს ამჟამინდელი პრეზიდენტია მუშათა პარტიის წარმომადგენელი დილმა რუსეფმა , რომელმაც 2010 წლის 3 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მანამდე პრეზიდენტის თანამდებობა ბრაზილიაში ლუის ინასიუ ლულა და სილვას ეკავა. იგი პირველად 2002 წელს აირჩიეს და საპრეზიდენტო ლენტა 2003 წლის 1 იანვარს ჩაიბარა; 2002 წელს მან თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა, უფლებამოსილების ვადა კი 2011 წლის 1 იანვარს ამოეწურა.
ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს;
ნაწილობრივ ან სრულ ვეტოს ადებს კანონპროექტებს;
წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას საზღვარგარეთ;
იღებს კანონის ძალის დროებით ზომებს;
ასრულებს კონსტიტუცით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.