შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შტატი (სიტყვიდან გერმ. Staat „სახელმწიფო, მმართველობა“) — ზოგიერთ ფედერაციულ წარმონაქმნებში (სახელმწიფო) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელწოდება, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული სუვერენიტეტის დონე.[1] შტატის სამართლებრივი და იურიდიული სტატუსი, ასევე მისი ხელისუფლების მოცულობის და კომპეტენციის დონე განისაზღვრება ფედერაციის კონსტიტუციით[2]. ამას გარდა, ზოგიერთ სახელმწიფოში შტატებს გააჩნიათ საკუთარი კონსტიტუცია.

შტატის სათავეში, როგორც წესი, დგას გუბერნატორი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ან დანიშნული როგორც ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის მეთაური ან როგორც უნიტარული სახელმწიფოს ადმინისტრაციული ერთეულის მეთაური.

თითოეულ შტატს ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატაში, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში დამოკიდებულია შტატის მოსახლეობის რაოდენობაზე (მაგალითად, ინდოეთი), ხოლო ზოგჯერ თითოეულ შტატს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელთა ერთი და იგივე რაოდენობა (მაგალითად, აშშ, ბრაზილია).

სახელმწიფოთა სია, რომლებიც შედგებიან შტატებისაგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა შტატების რაოდენობა ყველაზე დიდი შტატი ფართობის მიხედვით ყველაზე პატარა შტატი ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი შტატი მოსახლეობის მიხედვით ყველაზე პატარა შტატი მოსახლეობის მიხედვით
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 6 Flag of Western Australia.svg დასავლეთი ავსტრალია (2 645 615) Flag of Tasmania.svg ტასმანია (90 758) Flag of New South Wales.svg ახალი სამხრეთი უელსი (7 099 700) Flag of Tasmania.svg ტასმანია (502 600)
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 26 Bandeira do Amazonas.svg ამაზონასი (1 570 745) Bandeira de Sergipe.svg სერჟიპი (21 910) Bandeira do estado de São Paulo.svg სან-პაულუ (40 442 795) Bandeira de Roraima.svg რორაიმა (451 227)
ვენესუელის დროშა ვენესუელა 23 Flag of Bolívar State.svg ბოლივარი (240 528) Flag of Nueva Esparta.svg ნუევა-ესპარტა (1 150) Flag of Zulia State.svg სულია (3 620 200) ამასონასი (142 200)
ინდოეთის დროშა ინდოეთი 28 რაჯასტანი (342 236) გოა (3702) Seal of Uttar Pradesh.png უტარ-პრადეში (190 891 000) Seal of Sikkim color.png სიკიმი (540 493)
მალაიზიის დროშა მალაიზია 13 Flag of Sarawak.svg სარავაკი (124 450) Flag of Perlis.svg პერლისი (821) Flag of Selangor.svg სელანგორი (5 411 324) Flag of Perlis.svg პერლისი (227 025)
მექსიკის დროშა მექსიკა 31 Flag of Chihuahua.svg ჩიუაუა (244 938) Flag of Tlaxcala.svg ტლასკალა (4016) Flag of Mexico (state).png მეხიკო (15 175 862) Flag of Baja California Sur.svg ქვემო კალიფორნია (სამხრეთი) (424 041)
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზია 4 Flag of Pohnpei (1977-1992).svg პონპეი (346) Flag of Kosrae.svg კოსრაე (110) Flag of Chuuk.svg ჩუუკი (53 595) Flag of Kosrae.svg კოსრაე (7 686)
ნიგერიის დროშა ნიგერია 36 ნიგერი (76 363) ლაგოსი (3 475) კანო (13 383 682) ებონიი (1 739 136)
აშშ-ის დროშა აშშ 50 Flag of Alaska.svg ალასკა (1 717 854) Flag of Rhode Island.svg როდ-აილენდი (4 005) Flag of California.svg კალიფორნია (37 253 956) Flag of Wyoming.svg უაიომინგი (532 668)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Constitution of the United States of America: Tenth Amendment, Reserved Powers დაარქივებული 2007-03-09 საიტზე Wayback Machine.
  2. The Australian National Dictionary: Fourth Edition, pg 1395. (2004) Canberra. ISBN 978-0-19-551771-2.