ფორტალეზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ფორტალეზა
Praia do Mucuripe.jpg
Meireles001.jpg
დროშა გერბი
Bandeira de Fortaleza.svg Brasao Fortaleza Ceara Brasil new.svg

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
შტატი სეარა
შიდა დაყოფა Q20059453?[1] , Q10369212?[1] , Q10369213?[1] , Q10369214?[1] , Q10369215?[1] , Q10369217?[1] და Q10369218?[1]
კოორდინატები 3°46′53″ ს. გ. 38°35′20″ დ. გ. / 3.78139° ს. გ. 38.58889° დ. გ. / -3.78139; -38.58889
მერი ლუიზიანი ლინსი
დაარსდა 13 აპრილი 1726
ამჟამინდელი სტატუსი 1726
ფართობი 314.93±0.001 კმ²
ცენტრის სიმაღლე 21±1 მეტრი
კლიმატის ტიპი ტროპიკული
მოსახლეობა 2 431 415 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 7748,3 კაცი/კმ²
აგლომერაცია ფორტალეზას აგლომერაცია
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი 85
საფოსტო ინდექსი 60000-000
ოფიციალური საიტი fortaleza.ce.gov.br
რუკაზე Ceara Municip Fortaleza.svg
ფორტალეზა — ბრაზილია
ფორტალეზა

ფორტალეზა (პორტ. Fortaleza „ციხესიმაგრე“) — ქალაქი ბრაზილიაში, სეარის შტატის დედაქალაქი. სიდიდით მე-5 ქალაქი ბრაზილიაში. წარმოქმნის ფორტალეზის აგლომერაციას. მიეკუთვნება ფორტალეზის ეკონომიკურ-სტატისტიკურ მიკრორეგიონს. მოსახლეობა შეადგენს 2 431 415 ადამიანს (2007 წლის მონაცემებით). ფართობი 313 140 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 7 748,3 ად./კმ²-ზე.

ქალაქის სახელი დაკავშირებულია XVII საუკუნიდან არსებულ ჰოლანდიურ ფორტ სხონენბორხთან (ნიდერლ. Schoonenborch).

ქალაქის დღესასწაული — 13 აპრილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ ადგილას, სადაც ახლა ფორტალეზა მდებარეობს, ევროპოლები პირველად ჩავიდნენ 1500 წლის 2 თებერვალს. ეს იყო ვისენტე პინსონის ესპანური ექსპედიცია, რომელმაც სანაპიროს დაარქვა '”სანტა-მარია-დე-ლა-კონსოლასიონი” (ესპ. Santa Maria de la Consolación). რადგანაც ამ დროისათვის უკვე მოქმედებდა ტორდესილასის შეთანხმება, ესპანეთის და პორტუგალიის გავლენის სფეროს მსაზღვრელი, არ მოხდა ამ გახსნის ოფიციალური აღიარება. კოლონიზაცია დაიწყო პორტუგალიამ, როდესაც პიერო კოელიო დე სოუზამ ააგო ფორტი ”სან ტიაგო” (პორტ. Fortim de São Tiago) მდ. ტიარას სათავესთან 1603 წელს. მოკლე დროში ბრაზილიის ჩრ.-აღ. სანაპირო დაიკავეს ჰოლანდიელებმა, რომლებმაც დააარსეს ფორტი ”სხონენბორხი”, პორტუგალიელებმა კი ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ გადაარქვეს სახელი და ”ფორტალეზა დე ნოსა სენიორა დე ასუნსაო” (პორტ. Fortaleza de Nossa Senhora da Assunção) უწოდეს. 1799 წელს პერნამბუკუს პროვინციას გამოეყო სეარა, ფორტალეზა კი - გახდა მისი დედაქალაქი.

ფორტალეზას პანორამა

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი

ფორტალეზა ხასიათდება ტიპიური ტროპიკული კლიმატით, მაღალი ტემპერატურით და ტენიანობით, მთელი წლის განმავლობაში. კლიმატს ამსუბუქებს ოკეანის მხრიდან მომავალი ქარი. ყველაზე თბილი თვეებია - დეკემბერი და იანვარი. წვიმის სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება.

მცენარეულობა

ფორტალეზა იმყოფება ტროპიკული ტყეების არეალში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით, ფორტალეზას მოსახლეობა შეადგენს - 3 427 000 ადამიანს. ამასთან სიმჭიდროვე 7 588 ად./კმ². 2 087 043 ადამიანი (63,2 %) მულატია, 1 199 450 (34,0 %) თეთრკანიანი, 109 000 (2,4 %) ნეგროიდი, 30 000 (0,4 %) აზიური და ინდური წარმომავლობის.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორტალეზაში არის რამდენიმე უნივერსიტეტი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო, მათ შორის ”სეარას სახელმწიფო უნივერსიტეტი” (პორტ. Universidade Federal do Ceará, UFC). სწავლება სკოლებასა და უნივერსიტეტებში, ისევე როგორც სრულიად ბრაზილიაში, მიმდინარეობს პორტუგალიურად, ხოლო ინგლისური და ესპანური ენების სწავლა შედის საშუალო სკოლის პროგრამაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 http://www.anuariodefortaleza.com.br/administracao-publica/secretarias-executivas-regionais.php