მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიტორანეას გამზირი
კოლორარეს მორეირას გამზირი
სან-ლუისი (პორტ. São Luís ) — ქალაქი ბრაზილიაში , მარანიანის შტატის დედაქალაქი . ქალაქი მდებარეობს კუნძულ სან-ლუისზე , ატლანტის ოკეანეში . ეს კუნძული წარმოქმნილია რამდენიმე მდინარის ოკენესთან შერთვის შედეგად, მათ შორისაა მდინარეები: პინდარე , მეარიმი , იტაპეკურუ . ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 986,826 ადამიანს (2008). გააჩნია მეტროპოლიტენი (სიდიდით მე-16 ბრაზილიაში).
სან-ლუისი ბრაზილიის შტატების დედაქალაქებს შორის ერთადერთია, რომელიც ფრანგებმა დააარსეს და ასევე ერთ-ერთია იმ სამ დედაქალაქს შორის, რომლებიც კუნძულებზე მდებარეობს.
ქალაქს გააჩნია ორი პორტი , რომლებიდანაც ხორციელდება ბრაზილიური რკინის მადნის ძირითადი ნაწილის ექსპორტი . ინდუსტრიის ძირითად დარგებს წარმოადგენს მეტალურგია , ალკოჰოლური სასმელების წარმოება და ლოჯისტიკა . აქვეა მარანიანის ფედერალური უნივერსიტეტი .
1997 წელს, ქალაქის ისტორიული ცენტრი, კოლონიური არქიტექტურის გამო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.