ხადურიანთკარი
(გადამისამართდა გვერდიდან ხადურიანთუბანი)
ხადურიანთკარი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ცხინვალიდან 17 კილომეტრი. 1921 წლამდე შედიოდა ბელოთის თემში.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1921 წლისთვის სოფელი დასახლებული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობით, ამიტომ ბელოთის ნაცვლად შევიდა დიცის თემში. 1922-1990 წლებში შედიოდა ცხინვალის რაიონში, ბელოთის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. ...).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 413.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 134.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 222.
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ