ჩომეთის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩომეთის განძი

ჩომეთის განძი — ძვ. წ. V-IV საუკუნეების განძი. 1928 წელს სოფელ ჩომეთთან აღმოჩნდა კოლხური ტრიბოლების განძი, რომელიც თიხის ჭურჭელში იყო თავმოყრილი. განძი შედგებოდა 380 კოლხური ტრიბოლისა და დამტვრეული ვერცხლის სამაჯურისაგან. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინაწერი განძზე, ეროვნულ მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]