შაიზარის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შაიზარის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 1111
მდებარეობა შაიზარი (დღევანდელი სირია)
შედეგი ჯვაროსნების უკან დახევა[1]
ტაქტიკური ფრე
მხარეები
Armoiries de Jérusalem.svg იერუსალიმის სამეფო
Armoiries Bohémond VI d'Antioche.svg ანტიოქიის სამთავრო
Armoiries Tripoli.svg ტრიპოლის საგრაფო
Blason Courtenay.svg ედესის საგრაფო
სელჩუკთა სასულთნო
მეთაურები
Armoiries de Jérusalem.svg ბალდუინ I
Armoiries Bohémond VI d'Antioche.svg ტანკრედ ტარანტოელი
Armoiries Tripoli.svg ბერტრან ტულუზელი
Blason Courtenay.svg ბალდუინ II
მავდუდი
თუღთექინი
სოკმან ალ-ქუთბი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
მცირე მცირე

შაიზარის ბრძოლა — ბრძოლა, რომლის დროსაც იერუსალიმის სამეფოს ჯარები ბალდუინ I-ის მეთაურობით შეებრძოლნენ სელჩუკთა არმიას, რომლებსაც მავდუდი მეთაურობდა. გაიმართა 1111 წელს. ბრძოლა ტაქტიკური ფრით დამთავრდა, მაგრამ ჯვაროსანთა ნაწილებმა უკან დაიხიეს, საკუთარ სამეფოში.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1110 წლიდან დაწყებული 1115 წლამდე, სელჩუკთა სულთანი — მაჰმედ I ყოველწლიურად აწყობდა შემოსევებს ჯვაროსანთა სახელმწიფოებში. პირველი წლის შეტევა ედესაზე ქრისტიანებმა მოიგერიეს. ალეპოს ზოგიერთი მოსახლის წაქეზებით და ბიზანტიის მხრიდან წახალისებით, სულთანმა ბრძანება გასცა მთავარი იერიში მიეტანათ ჯვაროსანთა სირიულ სამფლობელოებზე 1111 წელს. მან არმიის მეთაურად დანიშნა მოსულის მმართველი მავდუდ იბნ ალთუნთაში. არმიის შემადგენელი ნაწილები იყვნენ დიარბაქირიდან და აჰლათიდან, მათ მეთაურობდა სოკმან ალ-ქუთბი, ჰამადანელ ჯარისკაცებს ბურსუქ ბინ ბურსუქი, მესოპოტამიელ ნაწილებს აჰმადილი და სხმა ამირები.

ედესიდან ალეპომდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მუსლიმური არმიის მოახლოებისას, ედესის საგრაფოს ჯარები თავიანთი ორი მთავარი ქალაქის კედლებს ამოეფარნენ. მიუხედავად იმისა, რომ სელჩუკები წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდებოდნენ საგრაფოში, მათ ვერ შეძლეს ჯერ ედესის, ხოლო შემდეგ ტურბესელის დაპყრობა. მალე დაშლილი სელჩუკები ალეპოში დაბრუნდნენ. ამ ქალაქში დამასკოს ჯარები თუღთექინის მეთაურობით შეუერთდნენ მავდუდის არმიას.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა სელჩუკთა მიმართ კარგად იყვნენ განწყობილნი, ქალაქის მმართველმა — ფახრ ალ-მულკ რადვანმა უარი განაცხადა მათთვის კარიბჭის გახსნაზე. რადვანმა სულთნის არმია მის ავტორიტეტზე მუქარად მიიჩნია. ბურსუქი და სოკმანი ავადმყოფობდნენ და ერთმანეთში კამათიც მოუვიდათ. მაშინ სოკმანმა არმია დატოვა თავის მიმდევრებთან ერთად, მაგრამ გარდაიცვალა სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ბურსუქმაც მიატოვა არმია და საკუთარი კონტიგენტით სახლში დაბრუნდა. სოკმანის მიწების მიღებისთვის, აჰმადილმაც დატომა არმია და წარადგინა თავისი პრეტენზიები ამ მიწებზე.

ალეპოდან შაიზარამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაიზარის ციტადელი

ამ დროისათვის ტანკრეს გალილეელმა თავისი ანტიოქიელი არმია მოიხმო და დაბანაკდა რუგიის ციხესიმაგრეში, ჯისრაშ შუღურთან ახლოს, ორონტესის ხიდთან, ანტიოქიიდან 50 კმ-ით სამხრეთით. დამოუკიდებელი შაიზარის მუნქიდების დასახმარებლად მავდუდი დაიძრა ალეპოდან და დაბანაკდა 120 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ შაიზართან.

ტანკრედის დახმარების თხოვნის შემდეგ, მისკენ დაიძრნენ იერუსალიმიდან ბალდუინ I და ტრიპოლიდან ბერტრან ტულუზელი თავისი არმიებით. ისინი გაერთიანდნენ რუგიასთან, სადაც მოვიდა ედესის გრაფი ბალდუინიც. ჯარების გაერთიანების შემდეგ, ჯვაროსნები პირველად ქრისტიანთა მიერ კონტროლირებად ქალაქ აპამეასკენ გაემართნენ, შემდეგ კი შაიზარის გარეთ დაბანაკებულ მუსლიმებისკენ.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავდუდის არმიამ „მიმართა ჩვეულ არმიას და დაიწყო შემწუხებელი მცირე შეტაკებები. ისინი ცდილობდნენ საკვების მიწოდება შეეწყვიტათ ფრანკებისთვის და არ მიეცათ საშუალება, რომ ცხენებისთვის წყალი დაელევინებინათ ორონტესიდან“.[2] ქრისტიანები არ წამოეგნენ საბრძოლო პროვოკაციას და დაიწყეს შემჭიდროებით დაწყობა. როდესაც თურქთა ცხენოსნები ძალიან ახლოს მივიდნენ ჯვაროსნებთან, მოხდა შეტაკება და ისინი უკუაგდეს. ბრძოლის ნაცვლად წარიმართა მოკლე შეტაკებები და საბოლოოდ თურქებმა ვერ შეაჩერეს ბალდუინის არმიის წინსვლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Smail, R. C. Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cross Templar.svg იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Byzantium and the Crusades By Jonathan Harris, pg. 84
  2. Smail, p 142