შინაარსზე გადასვლა

პორტალი:ჯვაროსნული ლაშქრობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯვაროსნული ლაშქრობების პორტალი
ანტიოქიის ალყა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს.

ჯვაროსნული ლაშქრობები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული დაპყრობითი ომები ახლო აღმოსავლეთში 1096-1270 წლებში. ლაშქრობის მონაწილეს სიმბოლურად ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდა ჯვარი, რის მიხედვითაც ეწოდათ „ჯვაროსნები“.

საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა. 1096-1270 წლებში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში მონაწილეობდა დაბალი სოციალური ფენა. ჯვაროსნულ ლაშქრობებს მხარი დაუჭირეს იტალიის ქალაქებმა ვენეციამ, გენუამ და პიზამ.

მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე. (...სრულად)

არქივი რედაქტირება 

რჩეული სტატია

სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 — გ. 4 მარტი 1193) — ეგვიპტის სულთანი 1171 წლიდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი.

დაიბადა ერაყის ქალაქ ტიკრიტში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. 1164-1169 წლებში მონაწილეობდა მოსულის მმართველების — ზენგიდების — ლაშქრობაში ეგვიპტეში. 1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 წელს ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. (...სრულად)

არქივი რედაქტირება 

კატეგორიები