მენდერესის ბრძოლა — მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლა ჯვაროსნებსა და რუმის სასულთნოს შორის, გაიმართა 1147 წელს. ჯვაროსნებს ხელმძღვანელობდა ლუი VII. საფრანგეთის არმიამ ბრწყინვალედ მოიგერია სელჩუკების შემოტევა მდინარე მენდერესთან.
ლუი VII სათავეში ედგა საფრანგეთს ჯვაროსნულ არმიას გზად ევროპიდან მცირე აზიამდე და იერუსალიმამდე. ის მიხვდა რომ მოძრაობა ანატოლიის შიდა რაიონში ძალიან საშიში იყო, 1147 წლის დეკემბრის დასაწყისში ფრანგული ჯარი გაჩერდა დასასვენებლად ძველ ქალაქ ეფესოს მახლობლად[1], სანამ გააგრძელებდნენ გზას მდინარე მენდერესის ხეობით ადალიის პორტამდე[2].
თურქები ჯვაროსნებს ჩაუსაფრდნენ მდინარის გადალახვის დროს. მათ გამოიყენეს თავიანთი ტრადიციული თვდასხმის ტაქტიკა და სწრაფად დაიხიეს უკან სანამ მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე გადავიდოდა. თუმცა რჩეულმა რაინდებმა, რომელიც ჯარის ავანგარდში იყვნენ თურქებს არ მისცა საშუალება სერიოზული ზარალი მიეყენებინათ ჯვაროსნებისათვის. თურქ-სელჩუკებმა გაინიცადეს მძიმე დანაკარგი და იძულებული იყვნენ მთებში დაეხიათ. ჯვაროსნებმა რამდენიმე თურქ-სელჩუკიც კი ჩაიგდეს ტყვედ. არც ერთი ისტორიკოსი არ იუწყება ჯვაროსნების დანაკარგებზე.
ეს გამარჯვება არ აღმოჩნდა საკმარისი რათა შეეჩერებინდათ სელჩუკების შემოტევები. ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ მდინარე მენდერესზე საფრანგეთის არმიამ დამანგრეველი დამარცხება განიცადა კადმუსის მთასთან ბრძოლაში.