იაფის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაფას ბრძოლა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი

რიჩარდ I იაფის ბრძოლაში
თარიღი 8 აგვისტო, 1192
მდებარეობა იაფა
შედეგი ჯვაროსანთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
შეიქმნა იერუსალიმის სამეფო.*
მხარეები
ინლისელი ჯვაროსნები აიუბიდები
მეთაურები
რიჩარდ I სალადინი
ძალები
იაფას გარნიზონი უცნობია, 54 რაინდი, 100-300 ქვეითი, 2000 გენუელი და პიზელი არბალეტი 7000-10000 მსუბუქი და მძიმე კავალერია
დანაკარგები
2 დაღუპული,ბევრი დაჭრილი 700 დაღუპული,1500 ცხენი
* დედაქალაქი აკრა
იაფის ბრძოლა ვიკისაწყობში

იაფის ბრძოლა — უკანასკნელი ბრძოლა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. მოხდა სულთან სალადინისა (სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი) და რიჩარდ I-ის (ლომგული) არმიებს შორის. იაფის ბრძოლის შემდეგ მოხერხდა ზავის დადება სალადინსა და რიჩარდს შორის. ჯვაროსნებს დარჩათ ტერიტორიები ბეირუთიდან იაფამდე, პილიგრიმებს კი შეეძლოთ თავისუფლად მოელოცად იერუსალიმი.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1191 წლის 7 სექტემბერს, არსუფის ბრძოლის შემდეგ, ჯვაროსნები გაემართნენ იაფასკენ, რომელიც ჯვაროსნებმა აიღეს და გაამაგრეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ იაფა იქნებოდა საყრდენი პუნქტი იერუსალიმის გზაზე. როცა 1191-1192 წლის ზამთარი მოვიდა დაიწყო მოლაპარაკება რიჩარდ ლომგულსა და სალადინს შორის, თუმცა მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა.

1191 წლის ნოემბერში ჯვაროსნები დაიძრნენ იერუსალიმისკენ. 12 დეკემბერს სალადინმა ამირებისგან ზეწოლით დაითხოვა არმიის უდიდესი ნაწილი. რიჩარდმა არმია წინ წაწია და შობა ლათრუნში გაატარა. შემდეგ კი არმია გაემართა ბეით ნუბისკენ, მხოლოდ 12 კილომეტრი იერუსალიმიდან. მუსლიმთა მორალი ქალაქში იმდენად დაბალი იყო, რომ ჯვაროსანთა მოსვლის შემდეგ ისინი ფიქრობდნენ, ქალაქი სწრაფად დაეცემოდა. თუმცა ამინდი იმდენად ცუდი იყო, რომ თუ ალყას შემოარტყავდნენ ქალაქს, შეიძლებოდა მუსლიმთა დამხმარე ძალას ხაფანგში მოექცია ისინი. ამიტომაც სანაპიროსკენ დახევა ამჯობინეს. ზამთრის თვეებში რიჩარდის ჯარმა დაიკავა ასკალონი, რომლის საფორტიფიკაცია ნაგებობები მიწასთან გაასწორა სალადინმა.

1192 წლის გაზაფხულზე გაგრძელდა მოლაპარაკებები და შეჯახებები მათ არმიებს შორის. ჯვაროსანთა არმია კიდევ ერთხელ გაემართა იერუსალიმისკენ, თუმცა ლორდების უთანხმოების გამო უკან დაიხიეს. რიჩარდმა მიიღო შემაშფოთებელი ცნობები, მისი ძმის და ფილიპ ავგუსტის საქმიანობის შესახებ. ცხადი გახდა, რომ რიჩარდი მალე უნდა დაბრუნებულიყო შინ.

სალადინის მიერ იაფას აღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1192 წლის 5 ივლისიდან რიჩარდმა დაიწყო წმინდა მიწის დატოვება. იგი მიხვდა, რომ თუ იერუსალიმს აიღებდა, ვეღარ შეძლებდა მის დაცვას. როდესაც ეს შეიტყო სალადინმა, მაშინვე დაიწყო მზადება რევანშისთვის და 27 ივლისს ალყა შემოარტყა იაფას. სალადინის ჯარისკაცები წარმატებით შეიჭრნენ ქალაქში და სამდღიანი შეტაკებების შემდეგ,  მხოლოდ იაფას ციტადელი გადარჩა და დარჩენილმა ჯვაროსნებმა მოახერხეს წერილის გაგზავნა საკუთარი მდგომარობის შესახებ.

რიჩარდ ლომგულის მიერ იაფას დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდმა ეს რომ გაიგო, უკვე ზღვაში აპირებდა გასვლას. მაშინვე გადმოხტა გემიდან და იაფასკენ წაიყვანა 54 რაინდი,რამდენიმე ასეული ქვეითი და 2000 პიზელი და გენუელი მეარბალეტე. მუსლიმთა არმიაში პანიკამ იფეთქა. ისინი შიშობდნენ რომ გაცილებით დიდი არმია მოვიდოდა იაფას გასათავისუფლებლად. ინგლისის მეფე პირადად იბრძოდა და სალადინის ჯარი უკუგდებულ იქნა. ისინი უწესრიგოდ გაიქცნენ. რიჩარდმა იაფა დაიბრუნა.

იაფას ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც სალსდინმა შეიტყო რომ ფრანკები მოდიოდნენ კესარიიდან, გადაწყვიტა კოტრშეტევა განეხორციელებინა და დაებრუნებინა იაფა სანამ დამატებითი ძალები არ ჩამოვიდოდნენ. 4 აგვისტოს, გამთენიისას მუსლიმთა ჯარი შეიკრიბა ქალაქთან ახლოს და ჩასაფრდნენ მინდვრებში. ისინი მომდევნო დღეს გამთენიისას აპირებდნენ თავდასხმას. გამთენიისას გენუელებმა დაინახეს არეკლილი სხივები დამალული მტრის აბჯრიდან, ასევე გაიგონეს ცხენების ჭიხვინი. ჯვაროსნები მიხვდნენ სალადინის განზრახვას. მაშინვე ატყდა განგაში, მოაწყვეს თავდაცვითი შუბებუს ზღუდე, გაამზადეს ფარები, მშვილდები და შუბისპირები მიმართეს მათი ოპონენტისკენ. არბალეტები დამცავი კედლის უკან იდგნენ. ისინი ისროდნენ წყვილში: ერთი ისროდა, მეორე იცდიდა. წინ იდგნენ ქვეითები, ასევე იყო ამოთხრილი სანგრები კავალერიის წინააღმდეგ.მცირე რაინდთა ჯგუფი კი რეზერვად ჰყავდათ. მსუბუქად დაჯავშნული თურქული,ეგვიპტური და ბედუინთა კავალერიამ არაერთხელ შეუტია, თუმცა ჯვაროსნებმა რიგები არ დაარღვიეს. დიდ დანაკარგს აყენებდა არბალეტთა ისრები მუსლიმებს. ჯვაროსანთა აბჯარმა დაამტკიცა, რომ შეუძლია გაუძლოს უკეთესად სარკინოზთა ისრებს, ვიდრე მუსულმანურ აბჯარს არბალეტთა ისრებს. რამდენიმე საათში ორივე არმია დაიღალა. სალადინმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. მისი მხედრები დემორალიზებულები იყვნენ, ბევრი იყო დაჭრილი. ჯვაროსანთა დანაკარგები კი მცირე იყო. მიუხედავად იმისა რომ ბრძოლა მძვინვარებდა, მუსლიმთა რაზმმა მოახერხა ქალაქში შეღწევა. გენუალმა ჯარისკაცებმა, რომელთაც ევალებოდათ კარიბჭის დაცვა, მცირე წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. თუმცა რიჩარდი თავად შეიჭრა ქალაქში და გაანადგურა მუსლიმები. საღამოხანს ცხადი გახდა, რომ სალადინის ჯარი სასტიკად დამარცხდა. სალადინის დანაკარგი იყო 700 გარდაცვლილი, დაკარგული 1500 ცხენი; ჯვაროსანთა დანაკარგი იყო 2 გარდაცვლილი, თუმცა ბევრი დაიჭრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Steven Runciman, The First Crusaders, 1095–1131. Cambridge University Press, 1951.