ბა’რინის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბა’რინის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 1137
მდებარეობა ბაარინი (დღ. სირია)
შედეგი ზენგიდების გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო ზენგიდები
მეთაურები
მეფე ფულკი იმად ალ-დინ ზანჯი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია, ციხესიმაგრის დაკარგვა უცნობია

ბა’რინის ბრძოლა ან ბაარინის ბრძოლა — ბრძოლა იერუსალიმის მეფე ფულკისა და მოსულისა და ალეპოს ათაბაგ იმად ალ-დინ ზანჯის არმიებს შორის. გაიმართა 1137 წელს. ჯვაროსნები ბრძოლაში დამარცხდნენ და შედეგად დაკარგეს მონფერანის ციხესიმაგრე.[1]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 1127 ზანჯიმ მოსული ჩაიგდო ხელში, 1128 წელს — ალეპო, იგი ჯვაროსნებისათვის საშიშ მოწინააღმდეგედ იქცა. რამდენიმე წლის განმალვლობაში, მან მეზობელი მუსლიმური სამფლობელოების ხარჯზე ძალაუფლება გააძლიერა. იმის გამო, რომ დამასკოს ამირა ხანდახან ქრისტიანებს ეხმარებოდა და მათთან ზავიც ჰქონდა, იგი ეწინააღმდეგებოდა ზანჯის ქალაქის დაპყრობაში.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1137 წლის დასაწყისში, ზანჯიმ ალყა შემოარტყა მონფერანის ციხესიმაგრეს, რომელიც ჰომსიდან 10 მილით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. როდესაც ფულკი მიდიოდა მათ დასახმარებლად, მის არმიას გზაში თავს დაესხა ზანჯი და დაამარცხა. ბრძოლის შესახებ არაფერია ცნობილი. ქრისტიან მემატიანეს ვილჰელმ ტვიროსელს „არ დაუტოვებია ტაქტიკური ინფორმაცია, იგივე გააკეთეს არაბმა ისტორიკოსებმაც.“[2]

ბრძოლის შემდეგ, ფულკმა და გადარჩენილებმა თავი ციხესიმაგრეს შეაფარეს, რომელსაც ზანჯიმ ისევ შემოარტყა ალყა. „როდესაც საკვების მარაგი გაუთავდათ, მათ საკუთარი ცხენები შეჭამეს, ამის შემდეგ კი უსაკვებოდ დარჩენილებმა მოლაპარაკება ითხოვეს.“[3] ამავდროულად პილიგრიმთა დიდი არმია შეუერთდა ბიზანტიის იმპერატორ იოანე II კომნენოსის, ანტიოქიის მთავარ რაიმონ დე პუატიეს და ედესის გრაფ ჟოსლენ II-ის ლაშქარს.

ზანჯი დათანხმდა ფულკის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას. ციხესიმაგრიდან გამოსასვლელად და სახლში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ფრანგებს 50 000 დინარი უნდა გადაეხადათ. მათ არ იცოდნენ დამხმარე არმიის არსებობის შესახებ და დათანხმდნენ პირობებს.[3]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1137 წლის აპრილში იოანე კომნენოსმა შაიზარი ალყაში მოაქცია, მაგრამ მის ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია. ზანჯიმ ქალაქი მაისში გაათავისუფლა. ამის შემდეგ მონფერანის (ბაარინის) ციხესიმაგრე აღარასოდეს გადასულა ფრანგთა ხელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gabrieli, Francesco. Arab Historians of the Crusades. University of California Press, 1969. ISBN 0-520-05224-2
  • Smail, R. C. Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cross Templar.svg იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Smail, p 33
  2. Smail, p 182
  3. 3.0 3.1 Gabrieli, p 43