შაიზარის ალყა — ალყა, რომელიც შემორტყმული იყო ქალაქ შაიზარს ქრისტიანთა გაერთიანებული ლაშქრის მიერ. მიმდინარეობდა 1138 წლის 28 აპრილიდან21 მაისამდე. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთის მხრივ ბიზანტიის იმპერია, ანტიოქიის სამთავრო და ედესის საგრაფო, ხოლო მეორე მხრივ მუნკიდჰიტები და ზენგიდები. ალყა ასეთი შედეგით დასრულდა: შაიზარის ამირამ კომპენსაცია გადაიხადა და თავი ბიზანტიის ვასალად სცნო. ამ კამპანიამ ხაზი გაუსვა ბიზანტიის სუვერენიტეტის შეზღუდულ ხასიათს ჩრდილოეთ ჯვაროსნულ სახელმწიფოებზე და გამოაშკარავა საერთო მიზნის ნაკლებობა იმპერატორსა და ჯვაროსან მმართველებს შორის.