ინაბის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინაბის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი

ინაბის ბრძოლა
თარიღი 29 ივნისი, 1149
მდებარეობა ინაბი, სელჩუკთა სახელმწიფო (თანამედროვე სირია)
შედეგი ზენგიდთა გამარჯვება
მხარეები
ანტიოქიის სამთავრო
ასასინები
ალეპოსა და დამასკოს ზენგიდები
მეთაურები
რაიმონ დე პუატიე
ალი იბნ-ვაფა
ნურ ალ-დინ ზანჯი
უნურ დამასკოელი
ძალები
1,400[1] 6,000
ინაბის ბრძოლა ვიკისაწყობში

ინაბის ბრძოლა ასევე ცნობილი, როგორც არდ ალ-ჰათიმეს ან ფონს მურატუს ბრძოლა — ბრძოლა გაიმართა 1149 წლის 29 ივნისს, ჯვაროსანებსა და სელჩუკეთა არმიას შორის. სელჩუკთა არმიამ ნურ ად-დინ ზენგის მეთაურობით გაანადგურა ანტიოქიის გრაფის რაიმონ დე პუატიესა და ასასინთა ლიდერის, ალი იბნ-ვაფას გაერთიანებული არმია. შედეგად ანტიოქიის სამთავრო გაიძარცვა და მისი აღმოსავლეთ საზღვრები დასავლეთით გადმოიწია.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1146 წელს ნურ ად-დინის მამის, ზენგის სიკვდილის შემდეგ, ანტიოქიის გრაფი რაიმუნდი თავს დაესხა სელჩუკთა პროვინციას ალეპოში, რომელსაც ყოველი მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა და ძლიერ დაუცველი იყო. 1147 წელს ალოპოში კონტროლის დამაყრებისთანავე, ნურ ად-დინი თავს დაესხა ანტიოქიას და ალყაში მოაქცია აფამია. რაიმუნდმა მოახერხა მისი დამარცხება,[2] თუმცა ნურ ად-დინი რამდენიმე თვეში დაბრუნდა და ამჯერად იაღრას დაემუქრა. რაიმუნდმა მისი მცირე ძალებით ისევ აიძულა ის ალეოპოში გაბრუნებულიყო.[2]

1149 წლის ივნისში, ნურ ად-დინმა ისევ გაილაშქრა ანტიოქიაში და დამასკოს მმართველის, ონურის დამხმარე რაზმებთან და სხვა თურქმანულ შენართებთან ერთად ალყაში მოაქცია ციხე ინაბი. ნურ ად-დინის ლაშქარი ლაშქარი 6000 მეომარს ითვლიდა და ძირითადად მხედრებისგან იყო დაკომპლექტებული. ამ პერიოდში რაიმუნდსა და სხვა ჯვაროსნულ სახელმწიფოებს შორის დაძაბული ურთიერთობები იყო, კონკრეტულად კი ედესის გრაფი ჟოსლენ II განაწყენებული იყო რაიმუნდზე, მას შემდეგ რაც რაიმუნდმა უარი განაცხადა 1146 წლის ედესის ლაშქრობაში დამხმარე რაზმები გაეგზავნა. ჟოსლენმა რაიმუნდის წინააღმდეგ კავშირი ნურ ად-დინთან გააბა. მეორე მხრივ ტრიპოლის გრაფმა, რაიმონ II-მ და იერუსალიმის სამეფოს რეგენტმა მილესენდამ უარი განაცხადეს ანტიოქიის გრაფისთვის დახმარება გაეწიათ. მიუხედავად ყოველივე ამისა, თავდაჯერებული რაიმუდნი, 400 მხედარით და 1000 ფეხოსანი ლაშქრით მარტო დაუპირისპირდა მოწინააღმდეგის მრავალმრიცხოვან არმიას.[1][2]

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიოქიის გრაფმა კავშირი ასასინთა ლიდერთან, ალი იბნ ვაფასთან გააბა, რომელიც ნურ ად-დინის მტრად ითვლებოდა. სანამ ყველა მის სამფლობელოში არსებულ ძალებს თავს მოუყრიდა, რაიმუნდმა გადაწყვიტა რელიეფური ექსპედიცია წამეოწყო. რაიმუნდის ლაშქრის სიმცირით გაოცებულმა ათაბეგმა იფიქრა, რომ ეს მხოლოდ მტრის ავანგარდი იყო და ფრანკთა მთავარი ლაშქარი, სადღაც ახლომახლოს უნდა ყოფილიყო.[3] მოკავშირეთა ლაშქრის მოახლოებისთანავე, ნურ ად-დინმა გადაწყვიტა ინაბის ალყა მოეხსნა და უკან დაეხია.

მოკავშირეთა არმია ციხესთან ახლოს, ღია ადგილას დაბანაკდა. მას შემდეგ, რაც ნურ ად-დინს მზვერავებმა მეკავშირეთა მცირერიცხოვანი არმიის დაუცველ ადგილას დაბანაკება და დამხმარე ძალების არარსებობის შესახებ ნურ ად-დინს შეატყობინეს, ათაბაგმა გადაწყვიტა დაღამებისთანავე ალყაში მოექცია მტრის ბანაკი.[4] 29 ივნისს, ნურ ად-დინის ძალებმა შეუტია მოწინააღმდეგეთა გაერთიანებულ ლაშქარს და გაანადგურა ისინი. ანტიოქიის პრინცმა ბრძოლიდან გაქცევის შანსი არ გამოიყენა და საკუთარ ლაშქართან ერთად დარჩა. რაიმუნდი „დიდი პიროვნება“ იყო და ის თავგანწირვით იბრძოდა, „ხოცავდა ყველას ვინც მას მოუახლოვდებოდა“.[3] მიუხედავად ამისა, რაიმუნდი და იბნ-ვაფაც, რეინალდ მარაშთან ერთად ბრძოლაში დაიღუპა. ფრანკთა მხოლოდ მცირეოდენმა ნაწილმა შეძლო ბრძოლის ველის დატოვება. ამ ბრძოლის შედეგად ანტიოქიის დიდი ნაწილი დაუცველი აღმოჩნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ხმელთაშუაზღვისკენ მიმავალი გზა იყო. ამ მოვლენის თანამედროვე ისტორიკოსი, უილიამ ტირელი ანტიოქელთა დამარცხებას რაიმუნდის უგუნურობას მიაწერს.[5]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ნურ ად-დინმა დაიკავა ციხესიმაგრე არტაჰი, ჰარიმი და იმი, რომელიც თვით ანტიოქის მისასვლელებს იცავდა. ნურ ად-დინმა თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი აფამიის ალყაში მოსაქცევად გაგზავნა.[6] რეგიონის ძარცვა-რბევის შემდეგ, მან ალყაში მოაქცია ანტიოქიაც, რომელიც გრაფისა და არმიის დაკავრგვის შედეგად ფაქტობრივად დაუცველი აღმოჩნდა. ქალაქის მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო; ერთი ნაწილი ქალაქის დაცვას, ხოლო მეორე ჩაბარებას ემხრობოდა, თუმცა რაიმუნდის ქვრივის კონსტანციასა და პატრიარქის, აიმერი ლიმოჟელის პოზიციამ გაიმარჯვა და ნურ ად-დინი მოისყიდეს. ნურ ად-დინმა ქალაქის მისადგომებთან ყოველი შემთხვევისთვის მცირე ჯარი დატოვა, რათა ქალაქს დამხმარე ძალები არ მიეღო. ნურ ად-დინი კი ხმელთაშუა ზღვისაკენ გაემართა, რათა გამარჯვების აღსანიშნავად ებანავა. სანტ სიმანის მონასტერთან არსბეული ტერიტორიების ძარცვა-რბევის შემდეგ აფიამას დასაპყრობად გაემართა.[6]

როგორც კი ნურ ად-დინმა შეიტყო იერუსალიმის მეფის, ბალდუინ III-ის ჩრდილოეთისაკენ დაძვრის მოტივი, რომელიც ტამპლიერეთან ერთად ანტიოქიის ალყის მოსახსნელად მოემართებოდნენ, ნურ ად-დინმა იმთავითვე ანტიოქიასთან მოლაპარაკებები წამოიწყო. საზღვარი ალეპოსა და ანტოქიას შორის ამჯერად ნურ ად-დინის სასარგებლოდ შეიცვალა და ის მისი ლაშქრით ანტიოქიის საზღვრებს გაეცალა.[6] ჯვაროსნებზე გამარჯვებამ ნურ ად-დინს დიდძალი პრესტიჟი მოუტანა და ის ისლამური სამყაროს „გმირად“ იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mallett, Alex. "The Battle of Inab". Journal of Medieval History 39, 1 (2013): 48–60.
  • Oldenbourg, Zoé. The Crusades. New York: Pantheon Books, 1966.
  • Smail, R. C. Crusading Warfare, 1097–1193. New York: Barnes & Noble Books, 1995. ISBN 1-56619-769-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. 1.0 1.1 Oldenbourg, p 336
  2. 2.0 2.1 2.2 Mallett, p 55
  3. 3.0 3.1 Oldenbourg, p 337
  4. Smail, p 183
  5. Mallett, p 49
  6. 6.0 6.1 6.2 Mallett, pp 48–49