ჯვაროსნებისათვის კატასტროფული ქსერიგორდონის ალყის შემდეგ ორმა თურქმა ჯაშუშმა გაავრცელა ხმა, რომ გერმანელებმა, რომლებმაც დაიკავეს ქსერიგორდონი, დაიპყრეს ნიკეაც, რამაც გამოიწვია მღელვარება ჯვაროსნებთა შორის. რა თქმა უნდა თურქებმა მოაწყვეს ალყა ნიკეას მომავალ გზაზე. პეტრე ამიენელი დაბრუნდა კონსტანტინოპოლში მომარაგების ორგანიზაციისთვის და უკან უნდა დაბრუნებულიყო ახლო მომავალში. ჯვაროსნების ლიდერების უმრავლესობამ გადაწყვიტეს დალოდებოდნენ მის დაბრუნებას. მაგრამ ჟოფრუა ბიურელმა განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში მისი ლოდინი არის ლაჩრობა და დაუყონებლივ უნდა დაძრულიყვნენ თურქების წინააღმდეგ[2]. მისმა პოზიციამ საბოლოოდ გაიმარჯვა და 21 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ოცი ათასიანი ლაშქარი დაიძრა ნიკეისკენ, დატოვეს ქალები, ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები ბანაკში[2].
ბანაკიდან სამ მილში, სადაც გზა გადიოდა ვიწრო ტყის ხეობაზე სოფ. დრაკონთან, ჯვაროსნებს ელოდებოდა თურქების ჯარი. ხეობასთან მიახლოებისას ჯვაროსნები ორმხრივ სროლაში მოყვნენ[2]. ბრბოში დაიწყო პანიკა და რამდენიმე წუთში ჯარი სრული დეორგანიზაციისას გაიქცა უკან ბანაკში, ჯვაროსნების უმეტესობა დახოცეს[3]), თუმცა ქალები, ბავშვები გადარჩნენ. 3 ათასი, მათთან ერთად ჟოფრუა ბიურელი, დაიმალნენ მიტოვებულ კოშკში[2]. საბოლოოდ ბიზანტიელმა კონსტანტინ კატაკალონის მეთაურობით მოიხსნეს ალყა. მხოლოდ რამდენიმე ათასი გლეხ-ჯვაროსანი დაბრუნდა კონსტანტინოპოლში[4].