დორილეის ბრძოლა (1147)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დორილეის ბრძოლა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
Dorylée.jpg
თარიღი 25 ოქტომბერი, 1147
მდებარეობა დორილეა (დღევანდელი ესქიშეჰირი)
შედეგი სელჩუკების გამარჯვება
მხარეები
საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია Seljuqs Eagle.svg თურქ-სელჩუკები
მეთაურები
საღვთო რომის იმპერიის დროშა კონრად III Seljuqs Eagle.svg მასუდ I
ძალები
20 000 უცნობია
დანაკარგები
18 000 უცნობია

დორილეის ბრძოლა — ბრძოლა ქალაქ დორილეასთან. გაიმართა 1147 წლის ოქტომბერში. ის არ ყოფილა ერთჯერადი შეტაკება და მოიცავს რამდენიმე ცალკეულ კონფლიქტს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა. კონრად III-ის არმია დამარცხდა თურქების სულთან მასუდ I-ის მიერ.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაძაბული იყო ურთიერთობა გერმანელებსა და ბიზანტიის იმპერიას შორის (მათ შორის შეტაკებებიც კი გაიმართა), გერმანული ჯარები მაინც გადაიყვანეს კონსტანტინოპოლის მიდამოებიდან ბოსფორის სრუტის აზიურ ნაპირზე. სრულყოფილი მომარაგების გარეშე ისინი შეიჭრნენ ანატოლიის შიდა ნაწილში და განიზრახეს წმინდა მიწისკენ მიმავალი გზის დაპყრობა.[1]

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ჯვაროსნები ანატოლიაში შევიდნენ, მიადგნენ სადავო რაიონებს ბიზანტიასა და თურქ-სელჩუკებს შორის. ბიზანტიელთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაცდენის შემდეგ, გერმანელები მუდმივ შემაწუხებელ თავდასხმებს განიცდიდნენ თურქების მხრიდან, რომლებიც სჯობიდნენ მათ ამ ტაქტიკით. ჯვაროსანთა ღარიბი და ცუდად შეიარაღებული ქვეითი ჯარი ყველაზე ეტად იყო დაუცველი მოისრე ცხენოსანთა წინააღმდეგ. ამ ყველაფერ დიდი მსხვერპლი მოჰყვა ევროპელთა მხრიდან. ეს მიწა კი, რომლებზეც ისინი გადაადგილდებოდნენ უნაყოფო და გვალვიანი იყო; ამიტომ არმიას მარაგები ამოეწურა და დაიწყო შიმშილობა, აგრეთვე წყალიც არ ჰქონდათ საკმარისი. დორილეის მიღმა სამი დღის სიარულის შემდეგ, მეთაურებმა და დიდებულებმა მოითხოვეს უკად დაბრუნება და გადაჯგუფება. როდესაც ჯვაროსნებმა დაიწყეს უკან დახევა 25 ოქტომბერს, გააქტიურდა თურქთა თავდასხმები, რომლებიც აიძულებდა მათ, რომ დაყოფილიყვნენ, ამ შემთხვევაში უკან დახევა აირეოდა. კონრად III უკან დახევისას ისრით დაიჭრა.[2][3]

დანაკარგები და შემდგომი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიის კონტროლის ქვეშ მყოფ მიწებზე დაბრუნების შემდეგ თურქული თავდასხმები შეჩერდა. ჯვაროსნები საკუთარ წარუმატებლობას ნაწილობრივ ბიზანტიას აბრალებდნენ და ღალატში სდებდნენ ბრალს. მათი თანამედროვის — ვილჰელმ დე ტირის ცნობით, ბერძნები ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა სელჩუკებთან იყო გარიგებული და მათ ადანაშაულებს. თუმცა ბიზანტიელთა ღალატს არ აქვს დამამტკიცებელი საბუთი და მოტივაცია. გერმანელთა დანაკარგები ძნელი შესაფასებელია, იგივე ვილჰელმ დე ტირის ცნობით მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა არმიიდან. გადარჩენილთა შორის სავარაუდოდ იყვნენ რაინდები და კეთილშობილთა კლასი, რომლებიც ქვეითებთან შედარებით კარგად იყვნენ შეიარეღებულნი. ის აზრი, რომ დორილეასთან ჯვაროსანთა არმია სრულიად განადგურდა, საფუძველს მოკლებულია. გადარჩენილი გერმანელები ნიკეასთან შეუერთდნენ ფრანგ ჯვაროსნებს, რომლებსაც ლუი VII მეთაურობდა. მათ ერთად განაგრძეს სვლა ანატოლიის დასავლეთ სანაპიროზე. გაერთიანებული არმია ისევ განიცდიდა თურქების შეტევებს და ამიტომ კონრადმა და მხედართმთავრობამ ეფესოდან გემით გააგრძელეს გზა. კონრადი ზღვის საშუალებით დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და შეურიგდა იმპერატორ მანუელ I კომნენოსს. ავროპელებმა ერთად გადალახეს ანატოლია, ნაწილი ზღვით მივიდა ანტიოქიაში. ანტიოქიაში ჩასულთა ზუსტ რიცხვი უცნობია. მანუელმა კონრადს და მის გარემოცვას გემები მისცა, რათა პალესტინაში დაბრუნებულიყვნენ. საბოლოო ჯამში მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა ქალაქ დამასკოსთან დასრულდა.[4][5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nicolle, David (2009). The Second Crusade, 1148: Disaster Outside Damascus, Campaign. Botley, Oxford; New York: Osprey Publishing. ISBN 978-1-84603-354-4. 
  • Phillips, J. (2008) The Second Crusade: Extending the Frontiers of Christendom, Yale University Press

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cross Templar.svg იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Phillips, pp. 176-177
  2. Phillips, pp. 178-181
  3. Nicolle, p. 47
  4. Phillips, pp. 182-184
  5. Nicolle, pp. 50-54